წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 413 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2017 17:53

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–4 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N499 დადგენილების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. კომისიის 2014  წლის 15 ივლისის  №367/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და 82. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82. 81 ქვეპუნქტით განსაზღვრული პრემიის გაცემის თაობაზე ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე, თუ არსებობს კომისიის გადაწყვეტილება კომისიის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებების შეტანისა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიის საფუძველზე გამოთავისუფლებული თანხის ბიუჯეტის პრემირების მუხლში გადატანის თაობაზე.“;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge), ასევე  კომისიაში  დასაქმებულთათვის გაცნობა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ.; №6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები