„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2017 18:34
მიღების თარიღი ივნისი 22, 2017
„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებების ფარგლებში მოსამზადებელი მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის პრინციპების, კრიტერიუმების და წესების უფრო დეტალურად ჩამოყალიბებას და მისი მომზადების პროცესებისა და პროცედურებისთვის ახსნა-განმარტებების უზრუნველყოფას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანით კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გახდება ავტორიზებული პირების მიერ შემოსავლების, დანახარჯების, აქტივებისა და ვალდებულებების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური მარეგულირებელ პრინციპები და განისაზღვრება ანგარიშგების მომზადების წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 27 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-2 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე
ელისო ასანიძე
გიორგი ფრუიძე
