კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №479/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2017 11:45
მიღების თარიღი ივნისი 22, 2017
კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №479/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/4432-17, 12.06.17), კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №479/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას“ კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №479/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს დანართში (თან ერთვის) მითითებული რადიოსარელეო სიხშირეები.
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სიხშირის მფლობელის განცხადება წარმოადგენს სიხშირის მინიჭების გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯია“ განცხადებით ითხოვს კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №479/13 გადაწყვეტილების საფუძველზე მისთვის მინიჭებული სიხშირეების გაუქმებას, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის“ რადიოსარელეო სიხშირების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №479/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების გაუქმებისა და შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობილ იქნას ძალადაკარგულად კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №479/13 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
