შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2017 17:44
მიღების თარიღი ივლისი 06, 2017
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (18.05.2017 Nშ-6/3905-17) მიმართა შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების განხორციელებაზე უარის თქმის გამო.
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივარში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 10 მაისს კომპანიამ მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“, კომისიის 2017 წლის 20 აპრილის N273/16 გადაწყვეტილების - „შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება, კომისიის მიერ განსაზღვრული დაშვების ტარიფის და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის შესაბამისად. შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ 2017 წლის 17 მაისს N51-17 წერილით უარი განაცხადა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე შესაბამისი რესურსის არარსებობის და კომისიის 2017 წლის 20 აპრილის N273/16 გადაწყვეტილების „შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე“ სასამართლოში გასაჩივრების გამო.
მ ო თ ხო ვ ნ ა:
დაევალოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სატელევიზიო სიგნალის ქუთაისის მულტიპლექსით გავრცელება.
კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 6 ივნისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებები ფოსტით გაეგზავნათ შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის. შეტყობინებებით, კომპანიებს განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2017 წლის 6 ივნისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თ. ღვინიანიძე და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. თოშხუა.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ სხდომას ვერ ესწრებოდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ადვოკატი ნ. აფხაიძე. აღნიშნული შუამდგომლობა კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 15 ივნისს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კანონის შესაბამისად.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თ. ღვინიანიძე და მისი ადვოკატი ნ. აფხაიძე, ასევე, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. თოშხუა.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ზე ადრე ავტორიზაცია (25.08.16) ქ. ქუთაისში მაუწყებლობაზე გაიარა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ (23.06.16) და შპს „სტარვიზიამ“ (9.06.16), თუმცა, მხოლოდ შპს „დამოუკიდებელმა კომპანია მეგა-ტვ“-იმ გამოხატა წერილობით სურვილი შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსში განთავსების თაობაზე (შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წერილი N069-16;19.09.2016). თამარ ღვინიანიძის განმარტებით იმ პერიოდში შპს „ტელერადიოკომპანია რიონში“ მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები HD ფორმატზე გადასასვლელად, შესაბამისად, არ იყო ცნობილი მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის თაობაზე.
თამარ ღვინიანიძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 28 დეკემბერს კომისიაში შეიტანა საჩივარი შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ. 2017 წლის 9 თებერვლის სხდომაზე დავა მათ შორის მორიგებით დასრულდა. თამარ ღვინიანიძის განმარტებით, კომისიამ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განუსაზღვრა 4 თვიანი ვადა მულტიპლექსში განსათავსებლად, რომელიც კომპანიის მიერ იქნა გაშვებული, ხოლო აღნიშნულის გადასაფარად, შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ ახალი განცხადებით მიმართა კომისიას 2017 წლის თებერვლის თვეში და მოითხოვა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაში დადგენილი ტარიფის შესწავლა.
კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე, თამარ ღვინიანიძემ დამატებით განმარტა, რომ ა/წ თებერვლის თვეში შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ გაიარა ავტორიზაცია მუსიკალურ გასართობ არხზე (შპს „რიონი 2“), რომელიც 2017 წლის 16 თებერვლიდან მაუწყებლობს HD – 1080i/25 ფორმატში (შპს „რიონი I” – 11 მგბ/წმ, შპს „რიონი II“-10 მგბ/წმ). შესაბამისად, თავისუფალი რესურსის არარსებობის გამო ვერ განხორციელდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა ნ. თოშხუამ განაცახადა, რომ შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 25 აგვისტოს გაიარა ავტორიზაცია ქ. ქუთაისის მულტიპლექსით მაუწყებლობაზე, რის შემდეგ კომპანიამ შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მიმართა წერილით (19.09.2016) მოქმედი კანონდებლობისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოეხდინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მაუწყებლობის არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით დაშვება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით. შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ უარი განაცხადა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე, ვინაიდან თვითონ შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ მაუწყებლობდა საკუთარი მულტიპლექსით HD ფორმატით და სხვა არხის გატარების ტექნიკური საშუალება არ გააჩნდა. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამაუწყებლო სტუდიის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, კომისიის მიერ 2016 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებულ იქნა მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საკუთარი პროგრამების გადაცემისათვის გამოყენებული სიჩქარით (15.3 მბტ/წმ), სატელევიზიო გადამცემის დარჩენილი რესურსით (22.12 – 15.3 = 6.82 მბტ/წმ) შესაძლებელია მინიმუმ სამი სტანდარტული გარჩევადომის (SD ფორმატში, 2.15 მბტ/წმ) სატელევიზიო პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ არ განხორციელდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეტა-ტვ“-ის დაშვება.
ნანა თოშხუამ დამატებით აღნიშნა, რომ 2017 წლის 31 იანვარს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნდა ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რითაც მიღწეულ იქნა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიზანი, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ უარი განაცხადა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შეტანილ განცხადებაზე და მოითხოვა განცხადების (30.12.2016 Nშ-6/13462-16) თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, რასაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე დაეთანხმა.
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმასა, რომ კომპანია არ ეთანხმებოდა 2017 წლის 31 იანვრის მოწვევის ოფერტაში გამოქვეყნებულ დაშვების ტარიფს, 2017 წლის 13 თებერვალის N011/18 წერილით შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ ისევ მოთხოვა არხის SD ფორმატით გავრცელება, რაზეც შპს „ტელერადიოკომპანია რიონისგან“ უარი მიიღო. ამასთან, კომისიის 2017 წლის 20 აპრილის N273/16 გადაწყვეტილებით „შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე“ შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ დაევალა ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის დაშვება 7 კალენდარული დღის ვადაში, რაც კომპანიის მიერ დღემდე არ არის შესრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი ითხოვს დაცულ იქნეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის, როგორც ქუთაისზე მაუწყებლობის უფლების მქონე ავტორიზებული პირის კანონიერი უფლება და კომისიამ დაავალდებულოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სატელევიზიო სიგნალის ქუთაისის მულტიპლექსით გავრცელება.
კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ს. შავგულიძემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ ციფრული სტელევიზიო მაუწყებლობა ხორციელდება ციფრული სატელევიზიო გადამცემის (მოდელი TV05D, მწარმოებელი Vigintos Elektronika) და ანძაზე განთავსებული შესაბამისი საანტენო სისტემის მეშვეობით. სატელევიზიო გადამცემი დაკომპლექტებულია საარხო მოდულიატორით, სიმძლავრის მაძლიერებელით (TVPA600D) და საარხო ფილტრით. გადამცემის კონფიგურაცია უზრუნველყოფს პარამეტრებს: დამცავი ინტერვალი 1/8; COFDM რეჟიმი 8k; შეცდომების კორექციის სიჩქარე 2/3; გადამტანის მოდულაცია 64QAM. რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ზემოაღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით შპს „ტელერადიოკომპანია რიონის” მიერ გამოყენებული, ციფრულ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემი (მოდელი TV05D, მწარმოებელი Vigintos Elektronika) უზრუნველყოფს DVB-T სტანდარტში გადაცემის სიჩქარეს 22.12 მბტ/წმ. EBU-ს 2012 წლის ტექნიკური ანგარიშის „Defining Spectrum Requirements of Broadcasting in the UHF Band“ მიხედვით სავსებით მიღწევადია გადაცემის სიჩქარე 24.1 მბტ/წმ, დამცავი ინტერვალის 1/32-მდე შემცირების შემთხვევაში.
სერგო შავგულიძის განმარტებით, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სასტუდიო კომპლექსის, აპარატურული უზრუნველყოფის და ფუნქციონირების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ვიდეო კამერებიდან HDMI ფორმატის ვიდეო სიგნალი გარდაიქმნება SDI ფორმატში და მიეწოდება კომპანია Blackmagicdesgn-ის წარმოების ციფრულ მიქშერს (სტუდიური სიგნალების შემრევ/შემაჯამებელ მოწყობილობას) ATEM 2 M/E Production Studio 4K სადაც SDI (Serial Digital Interface) ფორმატის ციფრულ ვიდეო სიგნალი ჯამდება ანალოგურ აუდიო სიგნალთან და ხდება ბგერის სინქრონიზირება გამოსახულებასთან. ამ მოწყობილობის ვიდეო გამოსასვლელზე წარმოიქმნება SDI ციფრული ფორმატის აუდიო-ვიდეო სიგნალი. SDI ციფრული ფორმატის აუდიო-ვიდეო სიგნალი, შემდგომი გარდაქმნებისთვის მიეწოდება კომპიუტერს, რომელიც აღჭურვილია სატელევიზიო სიგნალების დამუშავებისათვის საჭირო, სპეციალიზირებული პლატით და პროგრამული უზრუნველყოფით (AirBox Streamer HD PRO). კომპიუტერის მეშვეობით SDI ფორმატის ციფრული აუდიო-ვიდეო სიგნალი, გარდაიქმნება შესაბამისი ფორმატების სიგნალებად და დანიშნულების მიხედვით მიეწოდება მაგთისატს, სილქნეტს, კავკასუს-ონლაინს, MyVideo.ge-ის ქსელებში გასავრცელებლად. გარდა ამისა ASI (Asynchronous Serial Interface) ფორმატის ციფრული სამაუწყებლო სიგნალი მიეწოდება, კომპანია Dexin Digital Technology Co. Ltd-ს მიერ წარმოებულ NDS3224A ტიპის ენკოდერს, რომლის გავლით შექმნილი სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარე შეადგენს 15.3 მბტ/წმ. აღნიშნული ნაკადი, რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მიეწოდება ციფრულ სამაუწყებლო გადამცემს.
რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, EBU-ს 2012 წლის ტექნიკური ანგარიშის „Defining Spectrum Requirements of Broadcasting in the UHF Band“ მიხედვით ერთი სამაუწყებლო პროგრამის გადასაცემად, მაქსიმალური სიჩქარე, მაღალი გარჩევადობის (HD) შემთხვევაში არ აღემატება 12.85 მბტ/წმ, ხოლო შპს „ტელერადიოკომპანია რიონის” კომისიისათვის გამოგზავნილ წერილში (შ-6/11662-16, 31.10.16) მითითებულია გადაცემის სიჩქარე 8 მბტ/წმ.
ამასთან, სერგო შავგულიძემ კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე განმარტა, რომ ევროპული სტანდარტი HD TV-სთვის ითვალისწინებს სამ მოდელს: HD-720p/50, 2HD-1080i/25 და HD1080p/50. EBU-ს (European Broadcasting Union) ტექნიკური ანგარიშის 015 მიხედვით HD – 1080i/25 H.264/AVC მოდელისთვის (აღნიშნულ მოდელს იყენებს შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“) ტიპიური მოთხოვნა ერთ პროგრამაზე განკუთვნილ ჯამურ სიჩქარეზე შეადგენს 9.1 მბტ/წმ-ს და არა 10 მბტ/წმ და 11 მბტ/წმ.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 22 ივნისს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე.
2017 წლის 22 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წერილი (N76-17; 21.06.2017), საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის მიერ გადაანგარიშდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) თანხა, რის შედეგად დადგინა ახალი ტარიფი, კერძოდ, 1 მგბ/წმ-ის გავრცელებისთვის 874,18 ლარი (გადასახადების გარეშე), ხოლო 2,15 მგბ/წმ-ისთვის 1874,48 ლარი გადასახადების გარეშე. ზემოაღნიშნული წერილიდან აგრეთვე ირკვევა, რომ განახლებული მოწვევის ოფერტის შესაბამისად დაკორექტირდა დაშვების თაობაზე ხელშეკრულება, რომელიც ცალმხრივად ხელმოწერილი გადაეგზავნა შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის.
2017 წლის 22 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ადვოკატის ნ. აფხაიძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4709-17, 22.06.17) სხდომის გადადების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაშვების თაობაზე ხელშეკრულების საბოლოო გაფორმებისთვის კომპანიებს ესაჭიროებათ დამატებითი დრო.
2017 წლის 22 ივნისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდნენ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენლები, კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 29 ივნისს. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინებები.
კომისიის 2017 წლის 29 ივნისის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის 2017 წლის 3 ივლისის სხდომაზე, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 6 ივლისი, 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებებით (N03/2304-17, 03.07.17; N03/2305-17, 03.07.17) ეცნობათ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის და შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვა გაიმართა კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ადვოკატი ნ. აფხაიძე და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. თოშხუა.
კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დ. გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რის შედეგად დგინდება, რომ მოწვევის ოფერტაში დადგენილი ახალი ტარიფი არის ხარჯზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული.
2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა დაშვების ხელშეკრულების გაფორმებაზე, კერძოდ, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლის 20 ივნისს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნდა ახალი მოწვევის ოფერტა, რომელიც კომისიის მიერ იქნა შესწავლილი და დადგენილი, რომ მოწვევის ოფერტაში მითითებული ტარიფი არის ხარჯზე ორიენტირებული, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი მზად არის ხელი მოაწეროს დაშვების ხელშეკრულებას. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ადვოკატი ნ. აფხაიძე დაეთანხმა ნ. თოშხუას განცხადებას.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- შპს ,,დამოუკუდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივარი (N6/3905-17; 18.05.2017);
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის 2017 წლის 21 მარტის N019-17 მიმართვა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსთან დაშვების თაობაზე;
- შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ 2017 წლის 21 მარტის N33-17 წერილი;
- კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის N10/13106-16 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის 2017 წლის 16 მარტის N8/784-17 წერილი შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ქსელის თავისუფალ რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფის შესახებ;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ -ს შესახებ მონაცემები;
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ 2017 წლის 6 ივნისის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4296-17, 06.06.17);
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ 2017 წლის 21 ივნისის წერილი მოწვევის ოფერტის ტარიფის შეცვლის თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის:N6/4688-17, 22.06.17);
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ 2017 წლის 22 ივნისის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4709-17, 22.06.17);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე რადიო კომპანია რიონის“ შესახებ მონაცემები;
- 2017 წლის 15 ივნისის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსის ს. შავგულიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 15 ივნისის და 6 ივლისის კომისიის სხდომებზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
- 2017 წლის 6 ივლისის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის დ. გოგიჩაიშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ 2010 წლის 31 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი);
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 14 ივლისიდან (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი BR-243; მაწყებლობის ხანგძლივობა: 12 საათი; მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია: ციფრული (მეგა ტვ-ის მულტიპლექსი, სენაკის მულტიპლექსი, ქუთაისის მულტიპლექსი (25.08.2016; 15:08 საათი), ინტერნეტი და სხვა);
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა);
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 14 ივლისიდან (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი BR-219; მაწყებლობის ხანგრძლივობა: 12 საათი; მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია: ციფრული (რიონის მულტიპლექსი), ინტერნეტი და სხვა);
- კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 16 ნოემბერს შემოწმებულ იქნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამაუწყებლო სტუდიის ტექნიკური მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ:
ა) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საკუთარი პროგრამების გადაცემისათვის გამოყენებული სიჩქარით (15.3 მბტ/წმ) სატელევიზიო გადამცემის დარჩენილი რესურსით (22.12 – 15.3 = 6.82 მბტ/წმ) შესაძლებელია მინიმუმ სამი სტანდარტული გარჩევადომის (SD ფორმატში, 2.15 მბტ/წმ) სატელევიზიო პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა;
ბ) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმით შესაძლებელია 22.12 მბტ/წმ სიჩქარით სატელევიზიო პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა;
- კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“, შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მიენიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით (ქ. ქუთაისში), 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით;
- კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ ვალდებულია მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მულტიპლექს- პლატფორმის სრულად ფორმირება და მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან მსურველი (საქართველოს ფარგლებში ავტორიზებული) მაუწყებლების არადისკრიმინაციული დაშვება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში (მოთხოვნიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადა);
- 2017 წლის 20 ივნისს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნდა განახლებული, ხარჯზე ორიენტირებული მოწვევის ოფერტა, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა დაშვების ხელშეკრულება და ცალმხრივად ხელმოწერილი გადაეგზავნა შპს „დამოუკიდებლ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება;
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით, აგრეთვე მიაწოდოს მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, დაშვების წესით განსაზღვრული რიგითობის პროცედურის დაცვით;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში რიგში პირველ ადგილზე მყოფი ავტორიზებული მაუწყებელი უფლებამოსილია საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში ჩაერთოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში;
7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული მაუწყებელი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვის უფლების მოპოვების მიზნით ვალდებულია: წერილობით მიმართოს ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს დაშვების თაობაზე; ამ მუხლით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება დაშვების თაობაზე ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორთან; ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს მიაწოდოს მაუწყებლობის სიგნალი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში განსათავსებლად საკუთარი ხარჯით, უწყვეტად;
8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დავას დაშვებასთან დაკავშირებით განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კომისია განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლი (ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესი) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილება - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ განსაზღვრავს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელთა დაშვების პროცესში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და ავტორიზებული მაუწყებლების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, დაშვების წესს, დაშვების რიგითობას და პროცედურებს. ამასთან, განსაზღვრავს იმ სუბიექტების წრეს, ვისაც წარმოეშვება ღია საეთერო მულტიპლექსპლატორმებთან დაშვების მოთხოვნის უფლება. კერძოდ, აღნიშნული უფლება წარმოეშვებათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი წარმოადგენს საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაციის ფარგლებში მოპოვებული აქვს უფლება გავრცელდეს, როგორც საკუთარი მულტიპლექსით ხონის ტერიტორიაზე, ასევე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 19 სექტემბერს N069-16 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის: N6/10083-16; 21.09.2016) მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება.
შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ 2016 წლის 25 აგვისტოს გაირა ავტორიზაცია შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით მაუწყებლობაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლით დადგენილია მიმართვის ორ თვიანი ვადა, რომლის დაცვითაც, 2016 წლის 19 სექტემბერს N069-16 წერილით შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ „ელექტრონული კომოუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად, განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება. შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მომართვიდან 4 თვის ვადაში უნდა მოეხდინა საკუთარი მულტიპლექსპლატფორმის ფორმირება, მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთან ხელშეკრულების გაფორმება და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ მიტანილი სიგნალის შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით გავრცელება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისს გამოქვეყნდა ახალი მოწვევის ოფერტა სადაც განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვრის მოწვევის ოფერტისგან (1მგბ/წმ - 753 ლარი) განსხვავებული დაშვების ტარიფი. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისის შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში გამოქვეყნებული დაშვების ტარიფი (1 მგბ/წმ-ით 874,18 ლარი) დანახარჯებზე ორიენტირებულობის ნაწილში, შესწავლილ იქნა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წლის 20 ივნისის მოწვევის ოფერტაში დადგენილი ტარიფი არის ხარჯზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვეთება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილებით - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ - გათვალისწინებული, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან მოქმედი საეთერო მაუწყებლის დაშვების წესებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, თუმცა გადაწვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ აღმოფხვრილია დარღვევა, კერძოდ, კომპანიამ 2017 წლის 20 ივნისს გამოქვეყნა კომისიის მიერ მოწონებული მოწვევის ოფერტა, ცალმხრივად მოაწერა ხელი კომისიასთან შეთანხმებულ დაშვების ხელშეკრულებას და გადაუგზავნა ღია საეთერო მულტიპლექპლატფორმაში თავისუფალ რესურსთან დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირს (შპს „დამოუკიდებული ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის). შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ , როგორც ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორის მიერ შესრულებულია, კანონით დაკისრებული ვალდებულებები.
კომისია ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია ღია საეთერო მულტიფლექსპლატფორმაში ჩართვის მიზნით წერილობით მიმართოს ოპერატორს დაშვების სურვილის მიზნით, გააფორმოს ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორთან ხელშეკრულება და მოწვევის ოფერტის შესაბამისად, მიაწოდოს სიგნალი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში განსათავსებლად საკუთარი ხარჯით, უწყვეტად. შესაბამისად, იმისათვის, რომ განხორციელდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან დაშვება, შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-იმ ხელი უნდა მოაწეროს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ ცალმხრივად ხელმოწერილ ხელშეკრულებას, გადაიხადოს მოწვევის ოფერტით დადგენილი თანხა და საკუთარი ხარჯით მიაწოდოს სიგნალი ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის და მხარეების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა - განმარტების საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ შესრულებულ იქნა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნებულია მოწვევის ოფერტა, ცალმხრივად ხელმოწერილია დაშვების ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაზეც მზაობას გამოხატავს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კომისიას შეუძლია შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე.
ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დამოუკიდებლ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის უნდა განემარტოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ გონივრულ ვადაში არ განხორციელდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება (ხელშეკრულების გაფორმება), აღნიშნული დადგენილების შესაბამისად შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ი დაკარგავს ქუთაისის მულტიპლექსში დაშვების უფლებას და გადაინაცვლებს იმ დროისთვის არსებულ რიგში ბოლო ადგილზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 522 მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების - „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადების (18.05.2017 Nშ-6/3905-17) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ი. ხარებავა);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის ჩაბარებისთანავე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
