წვდომის მენიუ

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 443 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2017 12:16

მიღების თარიღი ივლისი 06, 2017

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 15 ივნისს №040 წერილით მიმართა შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/4538-17 16.06.2017), შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

 ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 WiFi;

 სხვა.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

 ტექსტური შეტყობინების მომსახურება

 შპს „მაიფონი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N143 ლიცენზიას, ქ. თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 193XXX-197XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.

შპს „მაიფონი“ ახორციელებს ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას და საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას.

საერთაშორისო ზარების ტერმინაციიდან შპს „მაიფონის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგინა 7,789,166 ლარი, ხოლო ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებიდან შპს „მაიფონის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა - 935,184 ლარი.

 შპს „მაიფონის“ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 8294 აბონენტი.

შპს „მაიფონის“ წილის 40%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ქეთევან ჩლაიძე, ხოლო წილის 60%-ის მფლობელია სს „სმარტექსი“. შპს „მაიფონის“ დირექტორია ქეთევან ჩლაიძე.

სს „სმარტექსი“ წარმოადგენს არაავტორიზებულ იურიდიულ პირს. ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს „სმარტექსის“ აქციების 21,47%-ის მფლობელია სს „ლიბერთი ბანკი“, ხოლო 78,53%-ის მფლობელია „ინვიქტუს ინვესტმენტ ჰოლდინგი“. სს „სმარტექსს“ განზრახული აქვს მისი კუთვნილი წილი გაასხვისოს სრულად, კერძოდ შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის შეძენის სურვილი აქვს ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძეს, ხოლო შპს „მაიფონის“ წილის 50%-ის - ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძეს.

კომისიაში არსებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „მაიფონის“, ასევე შპს „მაიფონის“ წილის მფლობელისა და დირექტორის ქეთევან ჩლაიძის და შპს „მაიფონის“ წილის შეძენის მსურველის გიორგი ჩლაიძის აფილირება  სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „მაიფონს“, შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „მაიფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაიფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „მაიფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                  კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                  ვახტანგ აბაშიძე         

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები