წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N486/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 461 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2017 12:52

მიღების თარიღი ივლისი 06, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N486/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2016 წლის 19 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №486/18 „შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ“, რომელშიც დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებული კომისიის 2010 წლის N210/9 გადაწყვეტილების გამოცემის თარიღად, ნაცვლად 21 მაისისა მითითებულია აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღი 17 ივნისი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის  შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. გასწორდეს კომისიის 2016 წლის 19 ივლისის №486/18 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 გვერდებზე მათ შორის სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული სიტყვების „კომისიის 2010 წლის 17 ივნისის N210/9 გადაწყვეტილების“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები, „კომისიის 2010 წლის 21 მაისის N210/9 გადაწყვეტილება“;
  2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
  3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.

         კომისიის თავმჯდომარე                                კახი ბექაური

         კომისიის წევრი                                               ვახტანგ აბაშიძე

         კომისიის წევრი                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები