,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №375/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2017 14:28
მიღების თარიღი ივლისი 06, 2017
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №375/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის პირველი ივნისის N375/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 29 ივნისის 15:00 საათი. ზეპირი მოსმენის სხდომა ქვორუმის არარსბობის გამო არ გამართულა. კომისიის 2017 წლის 3 ივლისის №438/22 გადაწყვეტილებით 2017 წლის 29 ივნისს დანიშნული კომისიის №20 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 6 ივლისს, 15:00 საათზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება და ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა 2017 წლის 13 ივლისის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება 2017 წლის პირველი ივნისის ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის N375/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. „3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 13 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში“;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურს (ი. ვერძეული).
კომისიის თავმჯდომარე კ.ბექაური
კომისიის წევრები: ვ. აბაშიძე
მ. ქათამაძე
