შპს „სტერეო+“-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2017 18:47
მიღების თარიღი ივლისი 13, 2017
შპს „სტერეო+“-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „სტერეო+“-მა და შპს „დი+“-მა (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4720-17, 22.06.2017) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის შპს „დი+“-ზე გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვით შპს „სტერეო+“-ს განზრახული აქვს კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „დი+“-ზე გადაცემა საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელებით, ვინაიდან იგი წარმოადგენს შპს „დი+“-ის 100%-იანი წილის მფლობელს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისიდან - 2025 წლის 17 ივნისამდე;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო
გ) ძირითადი გადამცემი სადგურების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
ციფრული |
ძირითადი გადამცემის განთავსების პუნქტი |
ეფექტურად გასხივებული |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის პარამეტრები |
ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მომენტიდან ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი |
|||||
|
ჩრდილოეთ |
აღმოსავლეთ |
დაკიდების |
გასხივების |
პოლარიზაცია |
სატელევიზიო არხი |
ცენტრალური |
ზოლის სიგანე |
||||
|
1 |
GE0250 |
ჯვარი |
0,3 |
42°43'30.75" |
42° 3'24.10" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
|
2 |
GE0250 |
წალენჯიხა |
0,8 |
42°36'59.89" |
42° 3'45.01" |
20 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
|
3 |
GE0250 |
ზუგდიდი |
2,3 |
42°30'7.89" |
41°53'8.84" |
60 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
|
4 |
GE0252 |
ბათუმი |
5 |
41°41'37.58" |
41°42'54.98" |
46 |
D |
H |
36 |
594 |
8 |
|
5 |
GE0252 |
ოზურგეთი |
0,3 |
41°54'48.87" |
41°59'34.00" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
|
6 |
GE0252 |
ფოთი |
2,6 |
42°11'15.73" |
41°42'3.62" |
120 |
ND |
H |
40 |
26 |
8 |
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 ” |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
|
8 |
GE0253 |
ამბროლაური |
0,3 |
42°30'49.70" |
43° 9'52.28" |
20 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
9 |
GE0253 |
ცაგერი |
0,5 |
42°38'57.71" |
42°45'25.56" |
30 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
10 |
GE0253 |
ჭიათურა |
0,6 |
42°17'15.57" |
43°15'40.46" |
70 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
11 |
GE0253 |
ჩხოროწყუ |
0,3 |
42°31'46.63" |
42° 6'11.88" |
35 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
12 |
GE0253 |
ჩოხატაური |
0,3 |
41°59'38.25" |
42°13'49.53" |
30 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
13 |
GE0253 |
ქუთაისი |
5 |
42°16'48.21" |
42°44'11.73" |
100 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
14 |
GE0253 |
ლენტეხი |
0,8 |
42°46'28.45" |
42°45'40.57" |
12 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
15 |
GE0253 |
მესტია |
0,4 |
43°1´21.84" |
42°45´21.40" |
18 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
16 |
GE0253 |
ონი |
0,3 |
42°34'38.22" |
43°26'27.31" |
25 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
17 |
GE0253 |
საჩხერე |
0,6 |
42°20'54.86" |
43°24'4.22" |
20 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
18 |
GE0253 |
ტყიბული |
0,3 |
42°22'27.53" |
43° 2'20.90" |
40 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
19 |
GE0255 |
აბასთუმანი |
0,1 |
41°45'11.43" |
42°49'28.04" |
30 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
20 |
GE0255 |
ახალქალაქი |
5 |
41°20'51.01" |
43°25'33.52" |
60 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
21 |
GE0255 |
ახალციხე |
4,1 |
41°37'48.46" |
42°57'25.44" |
60 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
22 |
GE0255 |
ასპინძა |
0,2 |
41°34'43.95" |
43°12'35.47" |
30 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
23 |
GE0255 |
ხულო |
0,6 |
41°38'23.80" |
42°20'34.39" |
25 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
24 |
GE0255 |
ნინოწმინდა |
0,1 |
41°17´53.29" |
43°36´28.60" |
30 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
25 |
GE0255 |
შუახევი |
0,3 |
41°38'56.89" |
42°11'24.38" |
22 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
26 |
GE0256 |
ბაკურიანი |
0,1 |
41°44'8.97" |
43°33'12.01" |
25 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
27 |
GE0256 |
ბეკამი |
0,5 |
42° 0'8.81" |
43°33'40.06" |
32 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
28 |
GE0256 |
ბორჯომი |
1 |
41°49'27.20" |
43°23'0.33" |
20 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
29 |
GE0256 |
დუშეთი |
0,4 |
42° 0'7.14" |
44°39'23.84" |
30 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
30 |
GE0256 |
გორი |
4,4 |
42° 1'57.12" |
44° 2'50.89" |
166 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
31 |
GE0257 |
ყაზბეგი |
0,6 |
42°39'24.38" |
44°39'9.73" |
20 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
32 |
GE0258 |
ბოლნისი |
1,6 |
41°28'0.66" |
44°32'17.81" |
30 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
|
33 |
GE0258 |
დმანისი |
3,1 |
41°22'39.69" |
44°12'53.95" |
60 |
D |
H |
36 |
594 |
8 |
|
34 |
GE0258 |
წალკა |
0,5 |
41°38'5.61" |
44°14'19.51" |
50 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
|
35 |
GE0259 |
ყვარელი |
4,5 |
41°54'23.28" |
45°49'41.13" |
25 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
36 |
GE0259 |
საგარეჯო |
0,2 |
41°41'3.53" |
45°16'54.07" |
25 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
37 |
GE0259 |
თბილისი |
5 |
41°41'44.49" |
44°47'5.92" |
120 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
38 |
GE0259 |
თიანეთი |
0,3 |
42° 6'7.03" |
44°56'54.94" |
20 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
39 |
GE0259 |
ცივი |
0,6 |
41°52'17.01" |
45°24'34.26" |
12 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
40 |
GE0261 |
დედოფლის წყარო |
4 |
41°28'1.70" |
46° 8'11.02" |
90 |
D |
H |
47 |
682 |
8 |
|
41 |
GE0261 |
ლაგოდეხი |
0,3 |
41°48'42.95" |
46°10'17.75" |
25 |
ND |
H |
47 |
682 |
8 |
|
42 |
GE0261 |
სიღნაღი |
0,7 |
41°37'14.89" |
45°53'27.68" |
25 |
ND |
H |
47 |
682 |
8 |
|
43* |
GE0249 |
სოხუმი |
48 |
690 |
8 |
||||||
|
44* |
GE0249 |
გუდაუთა |
48 |
690 |
8 |
||||||
|
45* |
GE0249 |
გაგრა |
48 |
690 |
8 |
||||||
|
46* |
GE0250 |
გალი |
43 |
650 |
8 |
||||||
|
47* |
GE0250 |
ოჩამჩირე |
43 |
650 |
8 |
||||||
|
48* |
GE0250 |
ტყვარჩელი |
43 |
650 |
8 |
||||||
|
49* |
GE0256 |
ცხინვალი |
37 |
602 |
8 |
||||||
|
50* |
GE0256 |
ჯავა |
37 |
602 |
8 |
||||||
|
51 |
GEO259 |
კოჯორი |
3 |
41040'12" |
44041'18" |
50 |
D |
H |
28 |
530 |
8 |
|
52 |
GEO259 |
მარნეული |
0,05 |
41029'30" |
44047'17" |
40 |
ND |
H |
28 |
530 |
8 |
|
53 |
GEO253 |
მარტვილი |
1 |
42027'19" |
42021'58" |
40 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
|
54 |
GEO253 |
ზესტაფონი |
1 |
4203'34" |
4303'40" |
40 |
ND |
H |
41 |
634 |
8 |
შენიშვნა 1: *„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად კონკურსში გამარჯვებულისთვის დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე;
შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 3: მიმართული გადამცემი ანტენების გასხივების დიაგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:
ბათუმი: 210 °/2 dB, 220°/2.5 dB, 230°/3 dB, 240°/3 dB, 250°/3 dB, 260°/2.5 dB, 270°/2 dB, 280°/2.7 dB, 290°/3.3 dB, 300°/4.3 dB, 310°/2.9 dB, 320°/1.5 dB.
დმანისი: 140°/1.2 dB, 150°/2.6 dB, 160°/3.2 dB, 170°/4.4 dB, 180°/4.3 dB, 190°/2.9 dB, 200°/1.9 dB, 210°/0.7dB.
დედოფლისწყარო: 20°/0.5 dB, 30°/1.3 dB, 40°/1.3 dB, 50°/2 dB, 60°/3.5 dB, 70°/5.3 dB, 80°/4.7 dB, 90°/2 dB.
კოჯორი: 0°/7dB, 10°/3dB, 20°/2dB, 30°/1dB, 40°/0dB, 50°/1dB, 60°/2dB, 70°/3dB, 80°/8dB, 90°/10dB, 100°/15dB, 110°/20dB, 120°/22dB, 130°/25dB, 140°/23dB, 150°/22dB, 160°/20dB, 170°/23dB, 180°/26dB, 190°/28dB, 200°/26dB, 210°/25dB, 220°/22dB, 230°/25dB, 240°/26dB, 250°/28dB, 260°/26dB, 270°/23dB, 280°/20dB, 290°/22dB, 300°/23dB, 310°/25dB, 320°/22dB, 330°/20dB, 340°/10dB, 350°/8dB.
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
დ.ა) ლიცენზიის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში კომისიას შესათანხმებლად წარმოუდგინოს წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შევსებული გეგმა; იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი დანართი N1-თ გათვალისწინებული გეგმა, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება, რომ არის არაგონივრული და მაღალი ალბათობით გამოიწვევს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვადების დარღვევას, კომისია უფლებამოსილია ამავე გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანოს წარმოდგენილ გეგმაში, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს იგი;
დ.ბ) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N2-ით განსაზღვრულ ვადებში, კომისიისთვის მის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიშების წარმოდგენა, კომისიის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მონიტორინგის განხორციელებასა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
დ.გ) უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;
დ.დ) უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი გადამცემი სადგურების (2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21 გადამცემი სადგური) გამოყენებით, ერთიდაიგივე სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე გადამცემი ქსელისა და სადისტრიბუციო ქსელის, ასევე შესაბამისი სათაო სადგურის (Head-end)/ქსელის მართვის ცენტრის (განთავსების ადგილი ქ.თბილისი) ფორმირება და ექპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 1 იანვრამდე, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვადების დაცვით;
დ.ე) დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმის მიხედვით უზრუნველყოს ჩრდილოვანი ზონების დაფარვა;
დ.ვ) ჩრდილოვანი ზონების დასაფარად დამატებითი საიტების დაგეგმარებისას მიმართოს კომისიას, რომელიც განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრასა და სალიცენზიო პირობების მოდიფიცირებას;
დ.ზ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების დადგომისა და კომისიის მიერ ეფექტურად გასხივებული სიმძლავრის, გეოგრაფიული კოორდინატებისა და შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დადგენის შემდგომ, კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ქსელის ფორმირება;
დ.თ) სადისტრიბუციო ქსელის ასაგებად გამოიყენოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, რადიოსარელეო ან/და თანამგზავრული კავშირი;
დ.ი) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება განახორციელოს DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.265/HEVC ტექნოლოგიით (ISO/IEC 23008-2);
დ.კ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი დაგეგმოს და ააგოს DVB-T2 COFDM პარამეტრებზე დაყრდნობით და უზრუნველყოს ქსელში ინფორმაციის გადაცემის წმინდა სიჩქარე არანაკლებ 33.1 მგბ/წმ-სა;
დ.ლ) ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI) გამოყოს მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ გამტარუნარიანობა; ურთიერთგაცვალოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ოპერატორ(ებ)თან ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია და მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია განათავსოს მულტიპლექს პლატფორმაში;
დ.მ) უზრუნველყოს ქსელის ფარგლებში არსებული საიტების ხელმისაწვდომობის ხარისხი (SLA) დანართი N3-ით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად;
დ.ნ) დაიცვას „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ოპერირების წესები, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში
და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50712&info_id=115066);
დ.ო) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად;
დ.პ) უზრუნველყოს მაუწყებლების ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება;
დ.ჟ) ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას, უზრუნველყოს:
დ.ჟ.ა ) მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, სადაც განსაზღვრული იქნება სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები, სატელევიზიო სიგნალისა და ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) სამაუწყებლო ბადის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები და სატელევიზიო კონტენტის ეროვნულ დონეზე ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი დღგ-ს გარეშე (ტარიფი უნდა მოიცავდეს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის მულტიპლექსირება/გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში დღგ-ს გარეშე, რომელიც არ უნდა ითვალისწინებდეს მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდებისა და პირობითი დაშვების სისტემით მომსახურების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ.ჟ.ბ) მაუწყებლების არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით ქსელში დაშვება და მათი სატელევიზიო სიგნალის ღია ეთერით ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით გავრცელება;
დ.ჟ.გ) მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 1. 7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);
დ.რ) შექმნას სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია დაფარვის ზონების შესახებ საფოსტო მისამართების მიხედვით და უზრუნველყოს მომხმარებელთა „ონლაინ“ და ცხელი ხაზით მომსახურება;
დ.ს) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის შესაბამისი „სეთ-თოფ-ბოქსების“ იმპორტის და/ან მომხმარებლისათვის მიწოდების შემთხვევაში უზრუნველყოს სერტიფიცირებული მოწყობილობების შემოტანა (მომხმარებლებისათვის მიწოდება), რომელიც შეესაბამება „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ დოკუმენტს „სეთ-თოფ-ბოქსების“ სპეციფიკაციების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში
http://www.economy.ge/ge/media/news/cifrul-miwiszeda-satelevizio-mauwyeblobaze-gadasvlis-samoqmedo-gegma-da-rekomendaciebi, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50712&info_id=115066);
დ.ტ) პირობითი დაშვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში სხვა შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეარჩიოს საქართველოში ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ფარგლებში გამოსაყენებელი პირობითი დაშვების სისტემა (სისტემები) და პირობითი დაშვების სისტემის ბარათების ერთი სახეობა, რომელიც იქნება ერთიანი/უნივერსალური ყველა მიმღებისათვის; რამოდენიმე პირობითი დაშვების სისტემის ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სიმულკრიპტი; დანერგილ პირობითი დაშვების სისტემას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს „ჩიპთა“ ერთობლიობის დაწყვილება (chipset pairing);
დ.უ) უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნებისა და №MUX-D ლიცენზიისთვის განსაზღვრული სხვა სალიცენზიო პირობების (ვალდებულებების) შესრულება;
დ.ფ) ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის პერიოდში განახორციელოს ლიცენზიით მინიჭებული რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) ტექნიკური პარამეტრების კორექტირება, მათ შორის, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში რადიოსიხშირის შეცვლა, ხოლო ლიცენზის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კორექტირებულ პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა;
დ.ქ) მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მიწოდებისას:
დ.ქ.ა) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ისეთი სამაუწყებლო არხების მაუწყებლობის ტრანზიტი, რომლებიც წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებს და ევროპული სტანდარტის/პრაქტიკის შესაბამისად საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელ სამაუწყებლო არხებს [International News Channels], რომელთა დამფუძნებელი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
დ.ქ.ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე 10 დღით ადრე. თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის (Permission Letter) წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნება:
დ.ქ.ბ.ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
დ.ქ.ბ.ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
დ.ქ.ბ.გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების), აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლოგავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N391/11 გადაწყვეტილებით, წინასწარი თანხმობა მიეცა შპს “სტერეო+“-სს (ს/ნ 204986408) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-D ლიცენზია) შპს “დი+“-ის (ს/ნ 400166262) მიერ შეძენაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ კანონის 521მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მთლიანად, პირდაპირი გადაპირების წესით, უკონკურსოდ, რისთვისაც დებს პირდაპირი გადაპირების შესახებ ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირები არიან:
ა) ადმინისტრაციულ ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა საჯარო მოხელე;
ბ) პოლიტიკურ პარტია;
გ) იურიდიულ პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ გადაპირების მსურველს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისიის 13 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით შპს „სტერეო+“-ს კომისიის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიის მიერ 2017 წლის 4 ივლისს წარმოდგენილია წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/4989-17), რომლითაც შპს „დი+“-ის დირექტორი გიორგი ხითარიშვილი ადასტურებს, რომ კომპანიის წილს პირდაპირ ან ირიბად არ ფლობს სახელმწიფო, ადმინისტრაციულ ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე ან პოლიტიკური პარტია.
კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შპს “სტერეო+“-სა და შპს „დი +“ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ზემოაღნიშნული ლიცენზიის გადაპირების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 10 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-სთვის და შპს „დი +“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
დანართი 2
შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების წარმოდგენისა და მონიტორინგის განხორციელების გეგმა
|
1 |
01.09.14 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენა |
|
2. |
06.10.14 |
სამუშაო შეხვედრა: ლიცენზიის მფლობელი, კომისიის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტ(ებ)ი |
|
3. |
03.11.14 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მეორე ანგარიშის წარმოდგენა |
|
4. |
07.11.14 |
შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი- კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტი |
|
5. |
01. 12. 14 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მესამე ანგარიშის წარმოდგენა |
|
6. |
02. 02. 15 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მეოთხე ანგარიშის წარმოდგენა |
|
7. |
06. 02. 15 |
სამუშაო შეხვედრა: ლიცენზიის მფლობელი, კომისიის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტ(ებ)ი |
|
8. |
09.03. 15 |
შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი- კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტი |
|
9. |
01. 04. 15 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მეხუთე ანგარიშის წარმოდგენა |
|
10. |
06. 04. 15 |
შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი- კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტი |
|
11. |
01. 05. 15 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მეექვსე ანგარიშის წარმოდგენა |
|
12. |
15. 05. 15 |
შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი- კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტ(ებ)ი |
|
13. |
01. 06. 15 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მეშვიდე ანგარიშის წარმოდგენა |
|
14. |
11. 06. 15 |
შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტ(ებ)ი |
|
15. |
20. 06. 15 |
შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტ(ებ)ი |
|
16. |
17. 07. 15 |
ლიცენზიის მფლობელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მერვე ანგარიშის წარმოდგენა |
|
17. |
01.07.15 - 08.07.15 |
თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
18. |
09.07.15 – 17.07.15 |
გორში, ბეკამში, დუშეთშიშესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
19. |
18.07.15 - 29.07.15 |
ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
20. |
30.07.15 -05.08.15 |
ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
21. |
06.08.15 – 17.08.15 |
ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ჯვარში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
22. |
18.08.15 – 24.08.15 |
ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
23. |
25.08.15 – 31.08.15 |
დმანისში, ბოლნისში, წალკაში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
24. |
25.08.15 – 31.08.15 |
ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
25. |
25.08.15 – 31.08.15 |
ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში შესრულებული სამუშაოს ერთობლივი მონიტორინგი - კომისიის წარმომადგენლები, ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლები |
|
26 |
07.09.15 - მდე |
მონიტორინგის საბოლოო შედეგების კომისიისთვის წარმოდგენა (კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტი) |
შენიშვნა: შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების წარმოდგენისა და მონიტორინგის განხორციელების გეგმის შემდგომი გრაფიკი დაზუსტდება 2015 წლის 17 ივნისამდე, კონკურსში გამარჯვებულის მიერ ქსელის ფორმირების გეგმებში წარმოდგენილი ვადების შესაბამისად.”
დანართი N3
ხელმისაწვდომობის ხარისხი (SLA)
1. მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, „შეცდომა“ განისაზღვრება ETSI TR 101 290 სტანდარტის შესაბამისად. ლიცენზიების ფარგლებში ამ მუხლის ე) პუნქტით განსაზღვრული ძირითადი საიტებისათვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას შემდეგი კატეგორიების შესაბამისად: ხელმისაწვდომობის ხარისხის ერთი წლის საშუალო მონაცემი პირველი კატეგორიის საიტებისათვის უნდა იყოს - 99.75 %; მეორე კატეგორიის საიტებისათვის - 99.5 %, მესამე კატეგორიის საიტებისათვის - 99.35 %, მეოთხე კატეგორიის საიტებისათვის - 98.5%.
ა) “არახელმისაწვდომობა” განსაზღვრული უნდა იყოს როგორც ქსელის ოპერატორის მიერ პრობლემის აღმოჩენიდან მის აღმოფხვრამდე საჭირო დროის ხანგრძლივობა;
ბ) „შეცდომები“, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 15 წამს უნდა იქნას იგნორირებული;
გ) ხელმისაწვდომობის დრო ითვლება დამოუკიდებლად, ცალკეული არხისა და ცალკეული ძირითადი გადამცემი სადგურის მონაცემების მიხედვით;
დ) ხელმისაწვდომობის გაანგარიშების ფორმულა შემდეგი სახისაა:
K = 100 x (1-X/8,760)
სადაც:
K -წარმოადგენს რეალურ ხელმისაწვდომობას გამოხატულს %-ებში;
X - წარმოადგენს არახელმისაწვდომობის დროს (საათები წელიწადში);
8,760 - წარმოადგენს სულ საათების რაოდენობას წელიწადში.
|
ე) ცხრილი №1. დასახლებული პუნქტები, რომელთა ძირითადი ნაწილი დაფარულია „ხელმისაწვდომობის ხარისხის“ განსაზღვრულ კატეგორიებად დაყოფილი საიტების სიგნალებით (ჩრდილოვანი ზონების დასაფარად განსაზღვრულ საიტს კატეგორია მიენიჭება იმ საიტის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია მოცემული დასახლებული პუნქტის ძირითადი ნაწილის დასაფარად). |
||||||||||
|
საიტის კატეგორია |
საიტის მდებარეობა/ქალაქი |
გრადაცია |
დედაქალაქო/მხარე/ ავტონომიური რესპუბლიკა |
|
||||||
|
|
||||||||||
|
პირველი კატეგორია |
თბილისი |
მოსახლეობა 50000-ზე მეტი |
თბილისი |
|
||||||
|
ქუთაისი |
იმერეთი |
|
||||||||
|
ბათუმი |
აჭარა |
|
||||||||
|
რუსთავი |
ქვემო ქართლი |
|
||||||||
|
ზუგდიდი |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||||
|
მეორე კატეგორია |
ფოთი |
მოსახლეობა 20000-დან 50000-ის ჩათვლით |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||
|
გორი |
შიდა ქართლი |
|
||||||||
|
სამტრედია |
იმერეთი |
|
||||||||
|
ხაშური |
შიდა ქართლი |
|
||||||||
|
ცხინვალი |
შიდა ქართლი |
|
||||||||
|
სოხუმი |
აფხაზეთი |
|
||||||||
|
გაგრა |
აფხაზეთი |
|
||||||||
|
ოჩამჩირე |
აფხაზეთი |
|
||||||||
|
სენაკი |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||||
|
ზესტაფონი |
იმერეთი |
|
||||||||
|
თელავი |
კახეთი |
|
||||||||
|
ოზურგეთი |
გურია |
|
||||||||
|
მარნეული |
ქვემო ქართლი |
|
||||||||
|
მესამე კატეგორია |
კასპი |
მოსახლეობა 10000-დან 20000-ის ჩათვლით |
შიდა ქართლი |
|
||||||
|
ჭიათურა |
იმერეთი |
|
||||||||
|
ახალციხე |
სამცხე-ჯავახეთი |
|
||||||||
|
ქობულეთი |
აჭარა |
|
||||||||
|
წყალტუბო |
იმერეთი |
|
||||||||
|
ბორჯომი |
სამცხე-ჯავახეთი |
|
||||||||
|
ტყიბული |
იმერეთი |
|
||||||||
|
საგარეჯო |
კახეთი |
|
||||||||
|
გარდაბანი |
ქვემო ქართლი |
|
||||||||
|
გუდაუთა |
აფხაზეთი |
|
||||||||
|
ხონი |
იმერეთი |
|
||||||||
|
გურჯაანი |
კახეთი |
|
||||||||
|
მეოთხე კატეგორია |
ბოლნისი |
ქალაქები, მოსახლეობით 10000-ზე ნაკლები, ასევე ყველა სხვა დასახლებული პუნქტი |
ქვემო ქართლი |
|
||||||
|
ახალქალაქი |
სამცხე-ჯავახეთი |
|
||||||||
|
ყვარელი |
კახეთი |
|
||||||||
|
წალენჯიხა |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||||
|
ახმეტა |
კახეთი |
|
||||||||
|
ლანჩხუთი |
გურია |
|
||||||||
|
დედოფლისწყარო |
კახეთი |
|
||||||||
|
მცხეთა |
მცხეთა-მთიანეთი |
|
||||||||
|
დუშეთი |
მცხეთა-მთიანეთი |
|
||||||||
|
ქარელი |
შიდა ქართლი |
|
||||||||
|
საჩხერე |
იმერეთი |
|
||||||||
|
ლაგოდეხი |
კახეთი |
|
||||||||
|
აბაშა |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||||
|
ნინოწმინდა |
სამცხე-ჯავახეთი |
|
||||||||
|
წნორი |
კახეთი |
|
||||||||
|
მარტვილი |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||||
|
ხობი |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||||
|
თერჯოლა |
იმერეთი |
|
||||||||
|
ვალე |
სამცხე-ჯავახეთი |
|
||||||||
|
ჯვარი |
სამეგრელო/ზემო სვანეთი |
|
||||||||
|
ბაღდათი |
იმერეთი |
|
||||||||
|
ვანი |
იმერეთი |
|
||||||||
|
თეთრი წყარო |
ქვემო ქართლი |
|
||||||||
|
დმანისი |
ქვემო ქართლი |
|
||||||||
|
გალი |
აფხაზეთი |
|
||||||||
|
ტყვარჩელი |
აფხაზეთი |
|
||||||||
|
ახალი ათონი |
აფხაზეთი |
|
||||||||
|
ონი |
რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი |
|
||||||||
|
ამბროლაური |
რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი |
|
||||||||
|
სიღნაღი |
კახეთი |
|
||||||||
|
ცაგერი |
რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი |
|
||||||||
|
წალკა |
ქვემო ქართლი |
|
||||||||
|
|
||||||||||
