საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2017 12:46
მიღების თარიღი ივლისი 20, 2017
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-7/4994-17, 05.07.17), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („TSISKARA“, „C-01128“, „VALERIAN ZORIN“, „AQUAHOLIC“, „HACI REYHAN ANA“, „SKAGEN“, „TRODHEIM“, „SVEABORG“, „HELSINGFORS“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47'-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „TSISKARA“, „C-01128“, „VALERIAN ZORIN“, „AQUAHOLIC“, „HACI REYHAN ANA“, „SKAGEN“, „TRODHEIM“, „SVEABORG“, „HELSINGFORS“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები :
|
№ |
ხომალდის დასახელება
|
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1. |
„TSISKARA“ |
გია ცისკარაძე |
4LQX2 |
213. 210. 000 |
|
2. |
„C-01128“ |
დიმიტრი ტროიცკი |
4LQY2 |
213. 700. 000 |
|
3. |
„VALERIAN ZORIN“ |
შპს GEORGIAN INDUSTRIAL ASSET MANAGEMENT GROUP LTD. |
4lQZ2 |
213. 400. 000 |
|
4. |
„AQUAHOLIC“ |
სულხან ვარშანიძე |
4LRA2 |
213. 401. 000 |
|
5. |
„HACI REYHAN ANA“ |
შპს ASPET SAND TRADING LTD |
4lRB2 |
213. 402. 000 |
|
6. |
„SKAGEN“ |
შპს BIVONA |
4LRE2 |
213. 408. 000 |
|
7. |
„TRODHEIM“ |
შპს AGUARICO |
4LRC2 |
213. 406. 000 |
|
8. |
„SVEABORG“ |
შპს CAMELFORD LTD |
4LRF2 |
213. 409. 000 |
|
9. |
„HELSINGFORS“ |
შპს მონტ ალბერტ |
4LRD2 |
213. 407. 000 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
