წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 500 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2017 17:26

მიღების თარიღი ივლისი 27, 2017

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს  სახელმწიფო  დაცვის სპეციალურმა  სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (№1/51-398ს, 28.06.17), საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისთვის, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო მოწყობილობების სიხშირული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის 2016 წლის 28 ივნისის №507/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების ახალი ვადით მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:  

1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს ტერიტორიაზე, დაცვითი ღონოსძიებების განხორციელებისთვის სამსახურებრივი   დანიშნულების   რადიოსაკომუნიკაციო   მოწყობილობების სიხშირული  რესურსით  უზრუნველყოფის    მიზნით,   რადიოსიხშირეები  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის

მინიჭებული     სიხშირეები    კომისიის    საიდუმლო      დოკუმენტაციის     სპეციალურ რეესტრში   (ი.ხარებავა);

5.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე; 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე).

კომისიის   თავმჯდომარის

მოვალეობის   შემსრულებელი                   მ.ქათამაძე                                 

კომისიის   წევრი                                           ვ.აბაშიძე  

კომისიის    წევრი                                          ე.ასანიძე

კომისიის    წევრი                                          გ.ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები