წვდომის მენიუ

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 502 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2017 11:07

მიღების თარიღი ივლისი 27, 2017

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათების (№შ-10/5168-17; 11.07.2017; №შ-10/5437-17; 21.07.2017) საფუძველზე 2017 წლის 24 ივლისს კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში (№შ-10/5168-17; 11.07.2017) აღნიშნულია, რომ 2017 წლის 10 ივლისის ჩათვლით კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №28/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია NB79 ლიცენზიაზე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 1023,75 ლარის ოდენობით, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა 2017 წლის 16 ივნისამდე. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში (№შ-10/5437-17; 21.07.2017) ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 20 ივლისის ჩათვლით კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №28/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია NB79 ლიცენზიაზე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 2047,50 ლარის ოდენობით, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 1,023.75 – 2017 წლის 16 ივნისამდე; 1,023.75 – 2017 წლის 16 ივლისამდე.

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (N03/2530-17; 24.07.2017) ეცნობა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“.

კომისიის 2017 წლის 27 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“  წარმომადგენელი ა. კვანტალიანი, რომელმაც განაცხადა, რომ სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების წარმოშობის მიზეზია კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა 2017 წლის იანვრის თვიდან. მან აღნიშნა, რომ კომპანიას ამჟამად ადევს ინკასო, ხოლო მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის ინკასო კომპანიამ დაფარა ივნისის თვეში. მან დამატებით აღნიშნა, რომ კომპანიაში ორი თვეა არ გაიცემა ხელფასები და მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვა კომისიას მიეცა მაუწყებლისთვის გონივრული ვადა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დასაფარად.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათები (№შ-10/5168-17; 11.07.2017; №შ-10/5437-17; 21.07.2017);

2. კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N28/6 გადაწყვეტილება „შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

3. შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

4. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიო“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის B45 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 03.08.2014; მოქმედების ვადა: 03.08.2024), B46 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 20.04.2014; მოქმედების ვადა: 20.04.2024) და B79 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 21.01.2015; მოქმედების ვადა: 21.01.2025)  ლიცენზიებს;

2. „შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N28/6 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს  „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კუთვნილ მაუწყებლობის NB79  ლიცენზიას 2015 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 21 იანვრამდე. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის NB79  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგინა 36,855.00 (ოცდათექვსმეტი ათას რვაას ორმოცდათხუთმეტი და 00) ლარი, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს დაევალა საქართველოს სახლემწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სალიცენზიო გადასახდელის 36,855.00 (ოცდათექვსმეტი ათას რვაას ორმოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდა ამავე პუნქტით განსაზღვრული გრაფიკით: 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 თებერვლამდე; 1,023.75ლარი – 2015 წლის 16 მარტამდე; 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 აპრილამდე; 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 მაისამდე; 1,023.75ლარი – 2015 წლის 16 ივნისამდე; 1,023.75ლარი – 2015 წლის 16 ივლისამდე; 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 აგვისტომდე; 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 სექტემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 ოქტომბრამდე; 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 ნოემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2015 წლის 16 დეკემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 იანვრამდე; 1,023.75 ლარი – 2016  წლის 16 თებერვლამდე; 1,023.75ლარი – 2016 წლის 16 მარტამდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 აპრილამდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 მაისამდე; 1,023.75ლარი – 2016 წლის 16 ივნისამდე; 1,023.75ლარი – 2016 წლის 16 ივლისამდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 აგვისტომდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 სექტემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 ოქტომბრამდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 ნოემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2016 წლის 16 დეკემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 იანვრამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 თებერვლამდე; 1,023.75ლარი – 2017 წლის 16 მარტამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 აპრილამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 მაისამდე; 1,023.75ლარი – 2017 წლის 16 ივნისამდე; 1,023.75ლარი – 2017 წლის 16 ივლისამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 აგვისტომდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 სექტემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 ოქტომბრამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 ნოემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2017 წლის 16 დეკემბრამდე; 1,023.75 ლარი – 2018 წლის 16 იანვრამდე.

3. შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 2,047,50 ლარის ოდენობით. აქედან 1,023.75 ლარი მაუწყებელს უნდა გადაეხადა 2017 წლის 16 ივნისამდე, ხოლო 1,023.75 ლარი  - 2017 წლის 16 ივლისამდე;

4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

III. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

4. „შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N28/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტისა და  კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2017 წლის 16 ივნისამდე გადაეხადა სალიცენზიო გადასახდელი  - 1,023.75 ლარი და 2017 წლის 16 ივლისამდე გადაეხადა სალიცენზიო გადასახდელი - 1,023.75 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობით შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ დაირღვა „შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N28/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი და  კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. შესაბამისად, მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ უნდა მიეცეს ერთი თვის ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N28/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრით შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება „შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N28/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტისა და  კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;

2. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ უზრუნველყოს ერთი თვის ვადაში „შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 16 იანვრის N28/6 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულება და კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 2,047,50 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

3. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოადგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი) ამ გადაწყვეტილების (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                  მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                         გიორგი ფრუიძე                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები