წვდომის მენიუ

შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 519 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2017 12:34

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2017

შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 14 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/4501-17; 14.06.2017) თანდართული დოკუმენტაციით, საიდანაც ირკვევა, რომ დეპარტამენტს წარმოებაში აქვს შპს „GOLDNET“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3887-17;17.05.2017), რომელშიც აღნიშნულია, რომ  შპს „GOLDNET“-ი 2017 წლის პირველი ივნისისათვის სრულად დაფარავდა არსებულ დავალიანებას, რომელიც შეადგენს 4,403,63 ლარს. სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „GOLDNET“-მა 2017 წლის 7 ივნისის Nშ-6/4333-17 წერილით წარმოადგინა 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული საგადასახადო დავალება, რომელიც კომისიას დღემდე არ მიუღია კომისიის ანგარიშზე. ამასთან, შპს „GOLDNET“-ი კომისიის 2017 წლის 11 აპრილის N07/1020-17 და 2017 წლის 3 მაისის N07/1376-17 წერილებით გაფრთხილებულ იქნა დავალიანების დაფარვის შესახებ.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათიდან (შ-10/4626-17; 20.06.2017) დამატებით ირკვევა, რომ შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე არსებული დავალიანების დასაფარად ჩარიცხა 404 ლარი და 2017 წლის 20 ივნისის მდგომარეობით კომპანიას ერიცხება დავალიანება 3,999.63 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის  №შ-10/4501-17 და 2017 წლის 20 ივნისის შ-10/4626-17 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 29 ივნისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N03/2055-17; 23.06.2017) ფოსტით გაეგზავნა შპს „GOLDNET“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/2055-17; 23.06.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 26 ივნისს.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/4836-17; 28.06.2017) დამატებით ირკვევა, რომ შპს „GOLDNET“-მა 2017 წლის 27 ივნისს კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა 1000 ლარი და 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით კომპანიას კომპანიას კომისიის წინაშე დარჩა რეგულირების საფასურის დავალიანება - 2,999.63 ლარის ოდენობით.

კომისიის 2017 წლის 29 ივნისის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის 2017 წლის 3 ივლისის სხდომაზე ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 6 ივლისის 15:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით (N03/2310-17;03.07.2017) ეცნობა შპს „GOLDNET“-ს, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 5 ივლისს.

2017 წლის 6 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „GOLDNET“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5022-17;5.07.2017), რომლითაც ითხოვს საკითხის განხილვის გადადებას რამოდენიმე დღით, მისი სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით, ვინაიდან 2017 წლის 6 ივლისის სდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოსალოდნელი სანქციის თავიდან აცილებას და მაქსიმალურად ამცირებს დავალიანებას. განცხადებას თან ერთვის საგადასახადო დავალების ასლი.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/5038-17;05.07.2017) დამატებით ირკვევა, რომ 2017 წლის 5 ივლისის მდგომარეობით შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე არსებული დავალიანების დასაფარად ჩარიცხა 1000 ლარი. ამასთან კომპანიას 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისად, შპს „GOLDNET“-ს 2017 წლის 5 ივლისის მდგომარეობით კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 2379,46 ლარი.

კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე  შპს „GOLDNET“-ის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „GOLDNET“-ის 2017 წლის 6 ივლისის წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაოაბზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 13 ივლისს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „GOLDNET“-ს ეცნობა შეტყობინებით (03/2386-17; 7.07.2017), რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 10 ივლისს.

2017 წლის 13 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „GOLDNET“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5222-17; 13.07.2017) თანდართული დოკუმენტით (საგადასახადო დავალების ასლი), რომელშიც აღნიშნულია, რომ წარმოადგინეს საგადასახადო დავალების ასლი და აღნიშნული თანხის გადახდით მათი დავალიანება კომისიის წინაშე შემცირდა 1379.89 ლარამდე, რომლის დასაფარადაც ითხოვენ ვადას მიმდინარე თვის ბოლომდე. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 13 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს „GOLDNET“-ის დირექტორი პ. ყალიჩავა დასწრებას ვერ ახერხებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/5234-17;13.07.2017) დამატებით ირკვევა, რომ  შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა 1000 ლარი და 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, კომპანიას კომისიის წინაშე დარჩა რეგულირების საფასურის დავალიანება - 1,379.46 ლარი.

კომისიის 2017 წლის 13 ივლისის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „GOLDNET“-ის წერილი (N Nშ-6/5222-17; 13.07.2017), რომლითაც ითხოვდა თვის ბოლომდე ვადის განსაზღვრას დავალიანების დაფარვის მიზნით, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 3 აგვისტოსთვის. აღნიშნულის თაობაზე შპს „GOLDNET“-ს ეცნობა შეტყობინებით (03/2443-17; 14.07.2017), რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 17 ივლისს.

2017 წლის 3 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „GOLDNET“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5755-17; 03.08.2017) თანდართული დოკუმენტით (საგადასახადო დავალების ასლი), რომელშიც აღნიშნულია, რომ წარმოადგინეს რეგულირების საფასურის დავალიანების 1380 ლარის გადახდის საგადასახადო დავალების ასლი და აღნიშნული თანხის გადახდით მათი დავალიანება კომისიის წინაშე განულებულია. შესაბამისად, შპს „GOLDNET“-ი ითხოვს კომპანიის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „GOLDNET“-ის  წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (N03/2443-17; 14.07.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 17 ივლისს (გზავნილის კოდი: AP01003023132; გაგზავნის თარიღი: 14.07.2017; ჩაიბარა: პ.ყალიჩავამ). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „GOLDNET“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/4501-17; 14.06.2017)  თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (შ-10/4626-17; 20.06.2017);
  3. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/4836-17; 28.06.2017);
  4. შპს „GOLDNET“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5022-17;5.07.2017);
  5. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/5038-17;05.07.2017);
  6. შპს „GOLDNET“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5222-17; 13.07.2017);
  7. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/5234-17;13.07.2017);
  8. შპს „GOLDNET“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5755-17; 03.08.2017);
  9.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება N12;
  10. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „GOLDNET“-ის შესახებ;
  11. კომისიის შეტყობინება (03/2443-17; 14.07.2017) და აღნიშნული შეტყობინების შპს „GOLDNET“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01003023132).

III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. 1. შპს „GOLDNET“-ი 2012 წლის 6 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );
  2. შპს „GOLDNET“-ი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. შპს „GOLDNET“-ის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3887-17;17.05.2017) თანახმად, შპს „GOLDNET“-ს 2017 წლის პირველი ივნისისათვის სრულად უნდა დაეფარა არსებულ დავალიანება, რომელიც შეადგენდა 4,403,63 ლარს. ხოლო, შპს „GOLDNET“-ის 2017 წლის 7 ივნისის Nშ-6/4333-17 წერილით წარმოდგენილ იქნა 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული საგადასახადო დავალება, რომელიც კომისიას დღემდე არ მიუღია კომისიის ანგარიშზე;
  4.  შპს „GOLDNET“-ი კომისიის 2017 წლის 11 აპრილის N07/1020-17 და 2017 წლის 3 მაისის N07/1376-17 წერილებით გაფრთხილებულ იქნა დავალიანების დაფარვის შესახებ;
  5. შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე არსებული დავალიანების დასაფარად ჩარიცხა 404 ლარი და 2017 წლის 20 ივნისის მდგომარეობით კომპანიას ერიცხებოდა დავალიანება 3,999.63 ლარის ოდენობით;
  6. 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე არსებული დავალიანების დასაფარად ჩარიცხა 1000 ლარი და 2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით კომპანიას ერიცხებოდა დავალიანება 2,999.63 ლარის ოდენობით;
  7. 2017 წლის 5 ივლისის მდგომარეობით შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე არსებული დავალიანების დასაფარად ჩარიცხა 1000 ლარი. ამასთან კომპანიას 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისად, შპს „GOLDNET“-ს 2017 წლის 5 ივლისის მდგომარეობით კომისიის წინაშე ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 2379,46 ლარი;
  8. შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე დავალიანების დაფარვის მიზნით ჩარიცხა 1000 ლარი და 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება - 1,379.46 ლარი;
  9.  2017 წლის 3 აგვისტოს შპს „GOLDNET“-მა კომისიის ანგარიშზე დავალიანების დაფარვის მიზნით ჩარიცხა 1380 ლარი. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „GOLDNET“-ს მაისის თვის ჩათვლით გადახდილი აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება სრულად;
  10. შპს „GOLDNET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

 IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური; ამავე დადგენილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. 

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „GOLDNET“-ის  მიერ რეგულირების საფასურის გადახდასთან  დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „GOLDNET“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „GOLDNET“-ი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „GOLDNET“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „GOLDNET“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „GOLDNET“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „GOLDNET“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავას).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები