წვდომის მენიუ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 526 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2017 16:48

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2017

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5537-17, 26.07.17) საქართველოს ტერიტორიაზე სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარმოდგენილი აქვს „შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“, რომლის მე-16 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს სიხშირის სპექტრზე უსასყიდლო ხელმისაწვდომობას. აგრეთვე „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) „მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია“.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან“.

შესაბამისად „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული სახაზინო შეუვალობის პრინციპიდან გამომდინარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში განთავისუფლებული უნდა იქნას „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1615 ნებართვა და მიენიჭოს რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 3 აგვისტოდან 2018 წლის 3 აგვისტომდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო   მისიისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ევროკავშირის სადამკვირვებლო   მისიისთვის საქართველოში ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ევროკავშირის სადამკვირვებლო   მისიისთვის საქართველოში გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ევროკავშირის სადამკვირვებლო   მისიისთვის საქართველოში ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                მ. ქათამაძე

 

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს   N 526/7  გადაწყვეტილების

დანართი

სამუშაო სიხშირეები და მოქმედების ზონა

  

 

 

სიხშირე

 

 

გეოგრაფიული ზონა

 

ზოლის სიგანე 

(კჰც)

 

1

151.175 მჰც, 157.175 მჰც, 150.075 მჰც, 155.675 მჰც, 162.300 მჰც, 167.700 მჰც, 150.150  მჰც,  156.450 მჰც

ქ. თბილისი

25

 

2

150.175 მჰც, 156.875 მჰც,

150.125  მჰც, 155.125 მჰც

ქ. გორი

25

3

442.200 მჰც, 150.150 მჰც

156.450 მჰც

ქ. საჩხერე

25

 

4

152.775 მჰც, 154.650 მჰც

საქართველოს ტერიტორია

25

5

152.575 მჰც, 158.675 მჰც, 152.375 მჰც,  158.875  მჰც, 151.600 მჰც,  157.800  მჰც

იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, გურიის რეგიონები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

25

6

4.415 მჰც,  4.990 მჰც,

5.390 მჰც, 5.995 მჰც,

6.300 მჰც,  7.390 მჰც

საქართველოს ტერიტორია

5

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები