რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №444/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2017 14:45
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2017
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №444/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №444/8 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ განცხადებების საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
რადიოსიხშირული სპექტრი: 13059მჰც ± 14მჰც; მიმართულება: ქ. სენაკი სტუდია (420 16’ 12.83’’ N; 420 3’ 48.08’’E) - სენაკის სატელევიზიო ანძა (420 17’39.66’’ N; 420 3’41.02’’E); სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე 0,25 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 399.60 (სამასოთხმოცდაცხრამეტი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 21 ივლისის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2017 წლის 10 აგვისტოს, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 20 (ოცი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა, მხოლოდ შპს ”ტელეკომპანია ეგრისმა“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ტელეკომპანია ეგრისის” დირექტორი მერაბ ჩიქობავა.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ტელეკომპანია ეგრისის” დირექტორმა მერაბ ჩიქობავამ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 399.60 (სამასოთხმოცდაცხრამეტი) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის 20.00 (ოცი) ლარის საერთო ოდენობის - 419.60 (ოთხასცხრამეტი და 60) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ტელეკომპანია ეგრისი” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №444/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 419.60 (ოთხასცხრამეტი და 60) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”ტელეკომპანია ეგრისმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 125.88 (ასოცდახუთი და 88) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 59.96 (ორმოცდაცხრამეტი ლარი და 96) ლარი ანუ 65.92 (სამოცდახუთი და 92) ლარის გადახდა 2017 წლის 10 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300373402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 293.72 (ორას ოთხმოცდაცამეტი და 72) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“ ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
