წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 533 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2017 12:43

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №54 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ამოღებულ იქნეს განხილვიდან კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №54 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 საკითხი (სს „გლობალ ერთის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F57 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) სს „გლობალ ერთის“ წერილობითი შუამდგომლობის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5974-17, 09.08.17წ.) საფუძველზე;

2. კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №54 სხდომის  დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი   2017  წლის 10  აგვისტო, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2.  შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  3.  „მედია განვითარების ფონდის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  4. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  5. შპს „ბორჯომულას“ (ს/კ 426109123) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748)  მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ბორჯომულას“ (ს/კ419989604) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  6. შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  7. შპს ,,ჯიმობაილისთვის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  8. შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  9. უცხოური საწარმოს ფილიალი კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები