შპს „ბორჯომულას“ (ს/კ 426109123) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ბორჯომულას“ (ს/კ419989604) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 15, 2017 10:56
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2017
შპს „ბორჯომულას“ (ს/კ 426109123) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ბორჯომულას“ (ს/კ419989604) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 25 ივლისს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ და შპს „ბორჯომულამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/5512-17 25.07.2017, შპს „ბორჯომულას“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „სქაიტელისა“ და შპს „ბორჯომულას“ შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სქაიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ბორჯომულა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
შპს „ბორჯომულას“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ალექსი შალიბაშვილი.
შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბესიკი მოსაშვილი. შპს „სქაიტელის“ დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი.
შპს „ბორჯომულა“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
შპს „ბორჯომულას“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით შეადგინა 31,657 ლარი (ხვედრითი წილი 7,42%), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 334 აბონენტი (ხვედრითი წილი 9,4%).
შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „სქაიტელის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით შეადგინა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 29,477 ლარი (ხვედრითი წილი 2,7%), გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 46,319 ლარი (ხვედრითი წილი 6,1%), დუშეთის მუნიციპალიტეტში - 45,265 ლარი (ხვედრითი წილი 16,1%), თბილისში - 246,551 ლარი (ხვედრითი წილი 0,4%), თეთრი წყაროს მინიციპალიტეტში - 22,428 ლარი (ხვედრითი წილი 12,4%), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 1,489 ლარი (ხვედრითი წილი 0,4%), ქალაქ რუსთავში - 2,218 ლარი (ხვედრითი წილი 0,07%), სენაკის მუნიციპალიტეტში - 37,627 ლარი (ხვედრითი წილი 7,3%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 10,908 ლარი (ხვედრითი წილი 2,9%).
შპს „სქაიტელის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 4,445 აბონენტი, კერძოდ: გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 322 აბონენტი (ხვედრითი წილი 4,7%), გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 469 აბონენტი (ხვედრითი წილი 8,1%), დუშეთის მუნიციპალიტეტში - 479 აბონენტი (ხვედრითი წილი 22,9%), თბილისში - 2,143 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,6%), თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში - 271 აბონენტი (ხვედრითი წილი 19,1%), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 31 აბონენტი (ხვედრითი წილი 1%), ქალაქ რუსთავში - 12 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,04%), სენაკის მუნიციპალიტეტში - 512 აბონენტი (ხვედრითი წილი 12,9%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 205 აბონენტი (ხვედრითი წილი 6,7%).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სქაიტელის“, შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის - ბესიკი მოსაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. რაც შეეხება შპს „სქაიტელის“ დირექტორს არჩილ ხოჯაშვილის, იგი ასევე არის ავტორიზებული პირების შპს „YOURNET“-ის და შპს „NIKNET“-ის დირექტორი.
შპს „YOURNET“ და შპს „NIKNET“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „YOURNET“ მომსახურებას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 243 აბონენტი, ხვედრითი წილი - 4,2%), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 776 აბონენტი, ხვედრითი წილი - 50,7%), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 694 აბონენტი, ხვედრითი წილი - 16,5%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 256 აბონენტი, ხვედრითი წილი - 8,4%).
შპს „NIKNET“ მომსახურებას ახორციელებს თბილისში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 445 აბონენტი, ხვედრითი წილი - 0,13%), ხაშურის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 695 აბონენტი, ხვედრითი წილი - 9,3%).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბორჯომულას“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ბორჯომულას“ შერწყმის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ბორჯომულას“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ბორჯომულას“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „ბორჯომულას“ და შპს „სქაიტელს“, შპს „ბორჯომულას“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ბორჯომულას“ შერწყმაზე;
2. განემარტოთ შპს „სქაიტელსა“ და შპს „ბორჯომულას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ბორჯომულას“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ და შპს „ბორჯომულა“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „სქაიტელის“ და შპს „ბორჯომულას“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელმა“ და შპს „ბორჯომულამ“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისა“ და შპს „ბორჯომულასთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სქაიტელისა“ და შპს „ბორჯომულასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
