წვდომის მენიუ

შპს „გლობალკომის“ (ს/კ 218081126) წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) და შპს „გლობალკომის“ (ს/კ 218081126) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 544 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2017 12:41

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2017

შპს „გლობალკომის“ (ს/კ 218081126) წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802)  მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) და შპს „გლობალკომის“ (ს/კ 218081126) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 7 აგვისტოს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „გლობალკომმა“ და შპს „თრიალეთი-ნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/5864-17 07.08.2017), შპს „გლობალკომმის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „გლობალკომმის“  შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „თრიალეთი-ნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi 


შპს „გლობალკომის“  წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური ბესარიონ ომაძე.

შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ნინო თოთაძე.

შპს „გლობალკომი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.

შპს „გლობალკომის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა სულ 1615 აბონენტი, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში 1422 აბონენტი (ხვედრითი წილი 8,5%),  კასპის მუნიციპალიტეტში - 193 აბონენტი (ხვედრითი წილი 4,5%).

შპს „თრიალეთი-ნეტი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.  შპს „თრიალეთი-ნეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა სულ 2493 აბონენტი, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში 2017 აბონენტი (ხვედრითი წილი 12%),  ქარელის მუნიციპალიტეტში - 465 აბონენტი (ხვედრითი წილი 16,7%), ხაშურის  მუნიციპალიტეტში - 11 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,2%).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „თრიალეთი-ნეტის“, შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელის და დირექტორის ნინო თოთაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გლობალკომის“  წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენა, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“  და შპს „გლობალკომის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „გლობალკომის“  წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“  და შპს „გლობალკომის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეთ თანხმობა შპს „თრიალეთი-ნეტს“ და შპს „გლობალკომს“, შპს „გლობალკომის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“  და შპს „გლობალკომის შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს „თრიალეთი-ნეტს“ და შპს „გლობალკომს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „გლობალკომის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტი“ და შპს „გლობალკომი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „გლობალკომის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტმა“ და შპს „გლობალკომმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თრიალეთი-ნეტისა“  და შპს „გლობალკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „თრიალეთი-ნეტისა“  და შპს „გლობალკომისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                               კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                               მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები