შპს „თი-ნეტის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ისა და შპს „ევრაზიასელის“ ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2017 10:44
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2017
შპს „თი-ნეტის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ისა და შპს „ევრაზიასელის“ ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თი-ნეტი“ (ს/კ205213721) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N10/5394-17, 20/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „თი-ნეტს“ 2016 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო 2016 წლის ოქტომბრამდე წარმოადგენდა რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს. შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „თი-ნეტი“ 2013 წლის მარტის თვიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია“ (ს/კ205167638) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
A.F.8. |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები |
დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება
|
A.M.1 |
ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
CDMA
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
WiFi
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N10/5394-17, 20/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“ არ წარმოუდგენია 2010 წლის აპრილის თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია“ 2011 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. ასევე სხვა ავტორიზებული პირები ზემოაღნიშნულ კომპანიას სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელკომ+“ (ს/კ404898642) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiMax
WiFi
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N10/5394-17, 20/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „მაქსტელკომ+“ 2016 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს. შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „მაქსტელკომ+“ 2013 წლის თებერვლის თვიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. ასევე სხვა ავტორიზებული პირები ზემოაღნიშნულ კომპანიას სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად. შპს „მაქსტელკომ+“ მაუწყებლობის ტრანზიტს არ ახორციელებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფლაი ვეი ჯორჯია“, (ს/კ401989675) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
A.S.1 |
თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
B.S.2 |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
|
B.S.5 |
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N10/5394-17, 20/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „ფლაი ვეი ჯორჯია“ 2016 წლის იანვრის თვიდან ივნისის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს. ხოლო ივნისის თვის შემდეგ საერთოდ არ წარმოუდგენია. შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „ფლაი ვეი ჯორჯია“ 2013 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-ეი-ეი ნეტი“ (ს/კ430031556) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
WiFi
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N10/5394-17, 20/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „ჯი-ეი-ეი ნეტი“ 2016 წელი სრულად და 2017 წლის იანვარსა და მარტში წარმოადგენდა რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, ხოლო დანარჩენი თვეები არ წარმოუდგენია. შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „ჯი-ეი-ეი ნეტი“, 2013 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. სხვა ავტორიზებული პირები ზემოაღნიშნულ კომპანიას სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევრაზიასელი“ (ს/კ445481407) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N10/5394-17, 20/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „ევრაზიასელი“ 2016 წლის მაისის თვიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, ხოლო დანარჩენი თვეები არ წარმოუდგენია. შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „ევრაზიასელი“ 2016 წლის მარტის თვიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. სხვა ავტორიზებული პირები ზემოაღნიშნულ კომპანიას სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „თი-ნეტის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ისა და შპს „ევრაზიასელის“ ავტორიზაციების შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 17 აგვისტო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
შპს „თი-ნეტის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ისა და შპს „ევრაზიასელის“ საკითხების განხილვის თაობაზე შეტყობინებები გაეგზავნათ იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე. შპს „თი-ნეტს“ და შპს „ჯი-ეი-ეი ნეტს“ შეტყობინება ჩაბარდათ 2017 წლის 10 აგვისტოს, ხოლო შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიასა“ და შპს „ევრაზიასელს“ მითითებულ მისამართებზე არ ჩაბარდათ. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ 2017 წლის 15 აგვისტოს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე იქნა გამოქვეყნებული. 2017 წლის 17 აგვისტოს სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „თი-ნეტის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ისა და შპს „ევრაზიასელის“ დაუსწრებლად. აქედან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „თი-ნეტის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ისა და შპს „ევრაზიასელის“ ავტორიზაციების შეჩერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეუჩერდეთ ავტორიზაცია:
ა) შპს „თი-ნეტს“ (ს/კ205213721) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ბ) შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, (ს/კ205167638) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
გ) შპს „მაქსტელკომ+“-სს (ს/კ404898642) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
დ) შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“ (ს/კ401989675) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ე) შპს „ჯი-ეი-ეი ნეტს“ (ს/კ430031556) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ვ) შპს „ევრაზიასელი“ (ს/კ445481407) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოთ შპს „თი-ნეტს“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, შპს „მაქსტელკომ+“-სს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-სა და შპს „ევრაზიასელს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. განემარტოთ შპს „თი-ნეტს“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, შპს „მაქსტელკომ+“-სს,შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-სა და შპს „ევრაზიასელს“,, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „თი-ნეტისთვის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიისთვის“, შპს „მაქსტელკომ+“-ისთვის, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიასთვის“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ისთვისა და შპს „ევრაზიასელისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
