წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 562 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2017 16:39

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №56 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნას 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „მაგთიკომისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

ბ) სს „გლობალ ერთისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №56 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №56 სხდომის  დღის წესრიგი

              ქ. თბილისი    2017  წლის 24  აგვისტო, 15:00 საათი 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  3. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მართლზომიერების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  4. შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  5. შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  6. შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. დ.ქუთათელაძე - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი);
  7. შპს ”რ-რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს „ალტერნატიული უსაფრთხოებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  10. შპს „გრიფინი+“-სთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვლადიმირ ტიუმინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „მაგთიკომისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  14. სს „გლობალ ერთისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები