ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2017 16:55
მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017
ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 და 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5 გადაწყვეტილებებით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.70"N 44°47'6.40"E |
200 |
8 |
|
ახალციხე |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°37'48.40"N 42°57'25.40"E
|
30 |
8 |
|
ახმეტა |
93.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'58.00"N 45° 9'33.99"E
|
25 |
4 |
|
გორი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'57.10"N 44° 2'50.80"E |
60 |
4 |
|
ზუგდიდი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°30'7.80"N 41°53'8.80"E |
30 |
4 |
|
ლენტეხი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°46'28.45"N 42°45'40.57"E |
15 |
4 |
|
მესტია |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
43° 1'21.84"N 42°45'21.40"E |
15 |
4 |
|
სენაკი |
88.1 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°17'23.15"N 42° 3'27.98"E |
20 |
4 |
|
ტყიბული |
90.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°22'27.22"N 43° 2'20.15"E |
35 |
4 |
|
ფოთი |
104.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 8'23.80"N 41°40'39.30"E |
25 |
4 |
|
ქუთაისი |
87.9 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°16'48.18"N 42°44'11.20"E |
50 |
4 |
|
სტეფანწმინდა |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°39'24.29"N 44°39'10.13"E |
20 |
4 |
|
ყვარელი |
94.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°54'23.04"N 45°49'41.92"E |
25 |
4 |
|
წალკა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'5.80"N 44°14'18.50"E |
20 |
4 |
|
ხულო |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'23.80"N 42°20'34.39"E |
30 |
4 |
|
ბათუმი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'37.56"N 41°42'54.99"E |
30 |
4 |
|
დედოფლისწყარო |
94.3 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'0.91"N 46° 8'10.62"E |
40 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის ( №შ-10/5745-17, 03/08/2017) თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსთან შეთანხმებულ საკოორდინაციო ზონაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნების მიზნით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დედოფლისწყაროსთვის განსაზღვრული სიხშირის 94.3 მჰც-ის ნაცვლად შეირჩა სიხშირული რესურსი - 95.1 მჰც. გამომდინარე იქიდან, რომ დედოფლისწყაროში სიხშირული რესურსი №B182 ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებული აქვს ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ შესაბამისად მიზანშეწონილია განხორციელდეს №B182 ლიცენზიის მოდიფიცირება და აღნიშნულ ლიცენზიაში სიხშირული რესურსი 94.3 მჰც შეიცვალოს 95.1 მჰც-ით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ დირექტორი დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ თანახმაა განხორციელდეს სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 28 სექტემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
