შპს „მაგთიკომისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2017 17:01
მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017
შპს „მაგთიკომისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5859-17, 07.08.17) სუფსაში და ჩოჩხათში განთავსებულ საბაზო სადგურებს შორის კავშირისთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
GSM;
WCDMA;
CDMA;
LTE.
A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
WiFi;
CDMA;
3G;
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.
B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.
B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 16 აგვისტოს N10/6150-17 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე შპს „მაგთიკომისთვის“ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 1,197.00 (ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარს (ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის N 10/6245-17, 21.08.17 სამსახურებრივი ბარათი).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, საბაზო სადგურებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური, რომელმაც დაადასტურა აუქციონის საწყისი საფასურის - 1,197.00 (ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდაზე მზადყოფნა 2017 წლის 3 სექტემბრამდე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საბაზო სადგურებს შორის მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2027 წლის 24 აგვისტომდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს „მაგთიკომს“ სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა - 1,197.00 (ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.
3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 1,197.00 (ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა 10 დღის ვადაში 3 სექტემბრამდე შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება შპს „მაგთიკომს“ მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე;
5. შპს „მაგთიკომის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 1,197.00 (ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;
6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მაგთიკომისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) შპს „მაგთიკომიისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე