სს „გლობალ ერთისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2017 17:03
მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017
სს „გლობალ ერთისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/6109-17, 15.08.17) ქ. თბილისში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო ქსელის მოსაწყობად სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
WiFi;
სხვა;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 18 აგვისტოს N10/6203-17 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე სს „გლობალ ერთისთვის“ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 3,836.16 (სამი ათას რვაასოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარს (ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის N 10/6246-17, 21.08.17 სამსახურებრივი ბარათი).
მოთხოვნილ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სიხშირეები და შეთანხმების მიზნით სს „გლობალ ერთს“, 2017 წლის 23 აგვისტოს გაეგზავნა წერილი №16/2865-17; აღნიშნულ წერილში განსაზღვრული პირობების შესაბამისად სიხშირეების გამოყენებაზე და თანხის გადახდაზე თანხმობა სს „გლობალ ერთმა“ კომისიას აცნობა წერილით იმავე დღეს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6288-17).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, საბაზო სადგურებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელი რუსუდან გოგინავა, რომელმაც დაადასტურა აუქციონის საწყისი საფასურის - 3,836.16 (სამი ათას რვაასოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარის გადახდაზე მზადყოფნა 2017 წლის 3 სექტემბრამდე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს „გლობალ ერთს“ რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ფიქსირებულ წერტილებს შორის, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2027 წლის 24 აგვისტომდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს სს „გლობალ ერთს“ სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა - 3,836.16 (სამი ათას რვაასოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს სს „გლობალ ერთმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 3,836.16 (სამი ათას რვაასოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარის გადახდა 10 დღის ვადაში 2017 წლის 3 სექტემბრამდე შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება სს „გლობალ ერთს“ მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე;
5. სს „გლობალ ერთის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 3,836.16 (სამი ათას რვაასოცდათექვსმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;
6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „გლობალ ერთისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სს „გლობალ ერთისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გლობალ ერთისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
დანართი
ტექნიკური პარამეტრები
ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - დავით აღმაშენებლის გამზირი №150, სიხშირე 10274მჰც±14მჰც, (10260.0მჰც ÷ 10288.0მჰც, ზოლის სიგანე 28მჰც);
ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - გერგეთის ქ. №3, სიხშირე 10624მჰც±14მჰც, (10610.0მჰც ÷ 10638.0მჰც, ზოლის სიგანე 28მჰც);
თითოეულ მონაკვეთზე მოქმედი გადამცემის გასხივების სიმძლავრე - არა უმეტეს 0.5ვტ.