საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2017 12:02
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს №58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს №58 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნას 6 (ექვსი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ბ) ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
გ) შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ;
დ) შპს „ანრი 109“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ;
ე) ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ;
2. კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს №58 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 31 აგვისტო, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
- ერთის მხრივ სს „სილქნეტსა“ და მეორეს მხრივ შპს „ინექსფონს“, შპს „მაიფონს“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „ტელე-კომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N500/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს უსაფრთხოების სამსახური „კასკადისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ინდ. მეწარმე „ბაკურ ალავიძისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
- შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ანრი 109“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
