შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 20 დეკემბრის №822/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 10, 2017 12:33
მიღების თარიღი იანვარი 26, 2017
შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 20 დეკემბრის №822/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 20 დეკემბრის №822/23 გადაწყვეტილებით ვადა გაუგრძელდა შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიას და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 6152.75 მჰც ± 14.5 მჰც და 6404.79 მჰც ± 14.5 მჰც
ა.ბ) 17755 მჰც ± 13.75 მჰც და 18765 მჰც ± 13.75 მჰც
ა.გ) 17782.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18792.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.დ) 17810 მჰც ± 13.75 მჰც და 18820 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ე) 17837.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18847.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ვ) 17865 მჰც ± 13.75 მჰც და 18875 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ზ) 24591 მჰც ± 14 მჰც და 25599 მჰც ± 14 მჰც
ა.თ) 24619 მჰც ± 14 მჰც და 25627 მჰც ± 14 მჰც
ა.ი) 24647 მჰც ± 14 მჰც და 25665 მჰც ± 14 მჰც
ა.კ) 24675 მჰც ± 14 მჰც და 25683 მჰც ± 14 მჰც
ა.ლ) 24703 მჰც ± 14 მჰც და 25711 მჰც ± 14 მჰც
ა.მ) 24731 მჰც ± 14 მჰც და 25739 მჰც ± 14 მჰც
ა.ნ) 24759 მჰც ± 14 მჰც და 25767 მჰც ± 14 მჰც
ა.ო) 24787 მჰც ± 14 მჰც და 25795 მჰც ± 14 მჰც
ა.პ) 37100 მჰც ± 14 მჰც და 38360 მჰც ± 14 მჰც
ა.ჟ) 37128 მჰც ± 14 მჰც და 38388 მჰც ± 14 მჰც
ა.რ) 37156 მჰც ± 14 მჰც და 38416 მჰც ± 14 მჰც
ა.ს) 37184 მჰც ± 14 მჰც და 38444 მჰც ± 14 მჰც
ა.ტ) 37212 მჰც ± 14 მჰც და 38472 მჰც ± 14 მჰც
ა.უ) 37240 მჰც ± 14 მჰც და 38500მჰც ± 14 მჰც
ა.ფ) 37268 მჰც ± 14 მჰც და 38528 მჰც ± 14 მჰც
ა.ქ) 37296 მჰც ± 14 მჰც და 38556 მჰც ± 14 მჰც
ბ) რეგიონები:
ბ.ა) რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
ბ.ბ) რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
ბ.გ) რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,
სიღნაღის, ყვარელის მუნიციპალიტეტები;
ბ.დ) რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, მუნიციპალიტეტები;
ბ.ე) რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის მუნიციპალიტეტები;
ბ.ვ) რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტები;
ბ.ზ) რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
ბ.თ) რეგიონი 8: ქ. ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები;
ბ.ი) რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
ბ.კ) რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები;
ბ.ლ) რეგიონი 11: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 22 დეკემბრამდე;
დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსარელეო რადიოსიხშირული წყვილების გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშება განხორციელდა შპს „მობიტელის“ რეალურ ქსელში მოქმედი სადგურების პარამეტრების შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენებით (ქსელის შემადგენელ ცალკეული და ჯამში 842 მონაკვეთისთვის). ქსელის სტრუქტურისა და ძირითადი პარამეტრების (რადიოსარელეო სადგურების განლაგების ადგილი, გეოგრაფიული კოორდინატები, მონაკვეთებზე გამოყენებული რადიოსიხშირული წყვილები და სიხშირული ზოლები) თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი იყო შპს „მობიტელის მიერ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/13174-16, 20.12.16).
კომისიამ 2016 წლის 20 დეკემბრის №822/23 გადაწყვეტილების მიღებისას ასევე აღნიშნა, რომ ქსელის რეალური პარამეტრები, რომელთა შესაბამისადაც განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშება, უნდა აისახოს ლიცენზიის პირობებში, რაც განისაზღვრება რადიოსარელეო ქსელის შემადგენელ 842 მონაკვეთისთვის, რადიოსარელეო სადგურების განლაგების ადგილის, გეოგრაფიული კოორდინატების, მონაკვეთებზე გამოყენებული რადიოსიხშირული წყვილების და სიხშირული ზოლების მითითებით. ქსელის ტექნიკური პარამეტრები წარმოდგენილია რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 20 დეკემბრის №შ-10/13172-16 სამსახურებრივი ბარათით.
შესაბამისად კომისიის 2016 წლის 20 დეკემბრის №822/23 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ, ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების მიზნით; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 26 იანვრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
მიუხედავად იმისა, რომ შპს „მობიტელს“ კომისიის 2016 წლის 20 დეკემბრის №822/23 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2017 წლის 4 იანვარს, კომისიის 2017 წლის 26 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიამ მიზანშეწინილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 20 დეკემბრის №822/23 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დანართი №1-ით (CD დისკი) განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი (რადიოსარელეო ქსელის შემადგენელი 842 მონაკვეთი, რადიოსარელეო სადგურების განლაგების ადგილის, გეოგრაფიული კოორდინატების, მონაკვეთებზე გამოყენებული რადიოსიხშირული წყვილების და სიხშირული ზოლების მითითებით) “;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე