წვდომის მენიუ

შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

ნომერი: 587 / 3

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2017 18:12

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2017

შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19  გადაწყვეტილებისა და  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „G-NET” (ს/კ404884675) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (N10/5490-17, 25/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შპს „G-NET” 2016 წლის მასის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან აღარ წარმოადგენს, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას  რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „G-NET” 2016 წლის მაისიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. ასევე სხვა ავტორიზებული პირები ზემოაღნიშნულ კომპანიას 2016 წლის მაისიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე კობა გიორგაძე (ს/კ03001005795) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (N10/5490-17, 25/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ინდ. მეწარმე კობა გიორგაძეს 2012 წლის სექტემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას  რეგულირების საფასურის დავალიანება. ინდ. მეწარმე კობა გიორგაძე 2013 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს, ხოლო მარტის თვიდან საერთოდ არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფორმები, აუდიო ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N10/5683-17, 01/08/2017) შესაბამისად ინდ. მეწარმე კობა გიორგაძე მაუწყებლობის ტრანზიტს  არ ახორციელებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძე (ს/კ60001142153) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ  საფინანსო-საბიუჯეტო (N10/5490-17, 25/07/2017) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძე 2015 წლის აპრილიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, ხოლო 2017 წლის თებერვლიდან საერთოდ არ წარმოუდგენია, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას  რეგულირების საფასურის დავალიანება. ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძე 2015 წლის აპრილიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს, ხოლო მარტის თვიდან საერთოდ არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფორმები. ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძემ 2017 წლის 14 აპრილს და 24 აგვისტოს კომისიას მომართა წერილობით (7/3182-17 და 6/6326-17) მოითხოვა ავტორიზაციის გაუქმება იმის გამო რომ არ საქმიანობდა.  

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის ავტორიზაციების ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 31 აგვისტო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „G-NET”-ს, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძესა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძეს საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინებები გაეგზავნათ იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე. გზავნილი შპს „G-NET”-ს და ინდ. მეწარმე კობა გიორგაძეს მითითებულ მისამართებზე არ ჩაბარდათ, ხოლო ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძეს შეტყობინება საკითხის განხილვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 23 აგვისტოს. შეტყობინება შპს „G-NET”-ის და ინდ. მეწარმე კობა გიორგაძის   ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი  ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ 2017 წლის 25 აგვისტოს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე იქნა გამოქვეყნებული. 2017 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის დაუსწრებლად. აქედან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „G-NET”-ის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძისა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძის ავტორიზაციების შეჩერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეუჩერდეთ ავტორიზაცია:

ა) შპს „G-NET”-ს (ს/კ 404884675) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

ბ) ინდ. მეწარმე კობა გიორგაძეს (ს/კ 03001005795) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

გ) ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძეს (ს/კ 60001142153) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

2. განემარტოთ შპს „G-NET”-ს, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძეს და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძეს, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. განემარტოთ შპს „G-NET”-ს, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძესა და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძეს, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „G-NET”-ისთვის, ინდ. მეწარმე კობა გიორგაძესთვის და ინდ. მეწარმე ბექა ხაჭაპურიძესთვის  წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები