წვდომის მენიუ

„მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 593 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2017 13:05

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2017

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და  „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“  2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში  ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010  წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების შესაბამისად   ფიქსირებული  სადენიანი და უსადენო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ივერია ქსელს“ და  შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ აღნიშნული  გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მაგთიკომს”, დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. 

“მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №657/9 გადაწყვეტილებით ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების - შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიმართ ძალაში დარჩა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების ჩათვლით, ხოლო შპს ”მობიტელს” სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინდა  – 11 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. 

კომისიის 2013 წლის  13  დეკემბერის N744/19 გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში, რომლიც ითვალისწინებდა  მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფების 3.5 თეთრამდე ეტაპობრივად შემცირებას.  კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბერის  N572/19 გადაწყვეტილებით   ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფი - 3.5 თეთრი (გადასახადების გათვალისწინებით), რომლის ამოქმედების თარიღიც განსაზღვრული იყო 2015 წლის პირველ სექტემბერს,  ამოქმედდა უფრო ადრე,  2015 წლის 1 იანვრიდან. 

კომისიამ, 2013 წლის  13  დეკემბერის  N744/19 გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ  კომისია გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს ოპერატორის  მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის  დასრულების (ურთიერთჩართვის) ტარიფის  ევროკომისიის მიერ რეკომენდებული, მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი ხარჯების LRIC  მოდელის საფუძველზე დაწესებას. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გარდამავალ პერიოდში მობილურ ქსელში ზარის დასრულების ტარიფის საბოლოო ნიშნულის დასადგენად გამოიყენოს ევროპის ქვეყნების მიერ LRIC -ით გაანგარიშებული ტარიფების საშუალო მაჩვენებელი  1,04 ევრო ცენტი (3,5 თეთრი შეადგენს 1,04 ევრო ცენტის ექვივალენტს ლარში და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადებს) და აღნიშნულ გარდამავალ პერიოდში ურთიერთჩართვის ტარიფის დადგენისას იხელმძღვანელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების პრაქტიკით, კერძოდ, ევროპის ქვეყნების მიერ LRIC -ით გაანგარიშებული ტარიფების საშუალო მაჩვენებელით. ამასთან, კომისიამ აღნიშნა,  რომ იგეგმება  LRIC მოდელით ურთიერთჩართვის ტარიფის ამ მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიის მიერ გაანგარიშებას მომზადება, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  ესაჭიროება დაახლოებით 2 წელი, ხოლო  მას შემდეგ,  რაც  უკვე გაანგარიშებული იქნება  LRIC მოდელით ურთიერთჩართვის ტარიფი, მიღებული მონაცემების  საფუძველზე  მოხდება ამ დროისთვის არსებული ტარიფების LRIC მოდელით მიღებულ ტარიფებამდე კორექტირება. ამავე გადაწყვეტილებაში კომისიამ აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდებული, მომავალ პერიოდზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი ხარჯების LRIC მოდელის საფუძველზე, კომისია მიზნად ისახავს ოპერატორის  ფიქსირებულ ქსელში ზარის  დასრულების (ურთიერთჩართვის) ტარიფის გადახედვასაც. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის ევრო კომისიის N2009/396/EC რეკომენდაციით გათვალისწინებული მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულების მომავალზე ორიენტირებული  გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების (LRIC) მოდელით გაანგარიშებისა და საქართველოში არსებული ტექნოლოგიის და  ქსელის ტოპოლოგიის საფუძველზე  მობილური და ფიქსირებული  ქსელის ოპერატორისთვის LRIC მოდელის მიხედვით ზარის წამოწყების ტარიფების  გაანგარიშების  მიზნებისათვის 2015 წლის 5 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი.  ტენდერში  გამარჯვებულმა საკონსულტაციო კომპანიამ  შპს „იუაი საქართველომ“  (შემდგომში  „Ernst and Young“) სატენდერო პირობების შესაბამისად კომისიასთან 2015 წლის 27 ივლისს გაფორმებული №27/07-15-1 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების  თანხმად 2016 წლის 5 მაისს  (წერილი N შ-6/4188-16 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) უზრუნველყო მობილური და ფიქსირებული ქსელებში სატელეფონო ზარის წამოწყების და დასრულების მომსახურების ტარიფების გაანგარიშების LRIC მოდელის წარმოდგენა. 

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში „Ernst and Young“-მა  ავტორიზებულ პირებთან ჩაატარა  LRIC-ის მოდელირების საშუალებების, წესების, მეთოდოლოგიის  და LRIC მოდელზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე  პრინციპებზე და საკითხებზე საჯარო კონსულტაციები.   „Ernst and Young“  ასევე ხელმძღვანელობდა  LRIC მოდელით მობილური და ფიქსირებული ქსელებში ზარის წამოწყების და ზარის დასრულების ტარიფების  გაანგარიშების დაწყებიდან დასრულებამდე ყველა პროცესს.  „Ernst and Young“-მა შეაგროვა LRIC მოდელში შესაყვანი  მონაცემები. ამ მონაცემთა შეგროვების პროცესი  მოიცავდა  ოპერატორებთან შეხვედრებს, მათ შორის საჭირო ინფორმაციის მომზადებისათვის აუცილებელ ახსნა-განმარტებების წერილობით მომზადებას. 

2015 წლის 4 დეკემბრის N08/2989-15, N08/2988-15  და   2015 წლის 15 დეკემბრის N 08/3107-15  წერილებით  შპს „მაგთიკომს“,  შპს „ჯეოსელს“,  შპს „მობიტელს“,  სს „სილქნეტს“,  შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“,  შპს „ივერია ქსელებს“,  შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ გაეგზავნათ  „Ernst and Young“-ის მიერ მომზადებული LRIC მოდელის მეთოდოლოგია, რასთან დაკავშირებითაც ეთხოვათ კომისიაში არგუმენტირებული შენიშვნების და კომენტარების წერილობით გამოგზავნა.  ოპერატორების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე და კომენტარებზე  „Ernst and Young“-ის მიერ გაცემული პასუხები 2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://gncc.ge/ge/news/consultation-documents-and-presentations/bulric-metodologia-fiqsirebuli-da-mobiluri-momsaxurebis-qselebshi.page (გადაწყვეტილებას თან ერთვის). 

2016 წლის  28 აპრილს კომისიაში მოწვეულნი იყვნენ ავტორიზებული პირები, სადაც „Ernst & Young“-ის პოლონეთის და საქართველოს  ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა  LRIC მოდელით მიღებული შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა. LRIC მოდელის გაანგარიშების შედეგები 2016 წლის 18 მაისს   გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://gncc.ge/ge/news/consultation-documents-and-presentations/bu-lric-modelis-gaangarishebis-shedegebi.page  (გადაწყვეტილებას თან ერთვის). 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 21-ე და 35-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-16 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და  „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“  2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში,  ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 5 ოქტომბერს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18), ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრები:                                                                         ვახტანგ აბაშიძე 

                                                                                                               ელისო  ასანიძე     

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები