წვდომის მენიუ

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 600 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2017 16:13

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2017

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების ნაწილის ბათილად  ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური. მიუხედავად აღნიშნული დანაწესისა, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებაში 2010 წლის 19 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად დადგინდა, რომ რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (აქციზის და დღგ-ის გარეშე)  0.75 პროცენტი.

კომისია მიიჩნევს, რომ „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების 31 პუნქტსა და დადგენილების დანართ N1-ში მითითებული სიტყვები - „და აქციზის“ - ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით.

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სახეზეა „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, 601 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

  1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობისა და ამავე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
  2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ი.ხარებავა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
  6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                        გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები