შპს “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B193 და №B64 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის №326/1 და 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2017 12:09
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2017
შპს “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B193 და №B64 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის №326/1 და 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ (№7/6208-17, 18.08.2017), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B193 და №B64 ლიცენზიების მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ითხოვს ქ. გორში რადიომაუწყებლობა ნაცვლად 97.3 მჰც სიხშირისა განახორციელოს სიხშირეზე 106.9 მჰც, ხოლო ქ. ხაშურში რადიომაუწყებლობა ნაცვლად 106.9 მჰც სიხშირისა განახორციელოს სიხშირეზე 97.3 მჰც. როგორც წერილშია აღნიშნული რადიოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე მსმენელის მხრიდან რადიოსადგურის მოსმენის (ბრენდული სახელწოდება „ფორტუნა“) შესაძლებლობა აღქმულია სიხშირესთან 106.9 მჰც. კომპანია რადიოსადგურ „ფორტუნას“ სახით მაუწყებლობას ახორციელებს აღნიშნულ სიხშირეზე აღმოსავლეთ საქართველოდან (კახეთი, თელავი) დასავლეთ საქართველომდე (ბათუმი, აჭარა) ტერიტორიულ მონაკვეთზე, კომპანიას ერთიან სიხშირულ ზოლზე შეფერხება ექმნება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში - ქ. გორში. გამომდინარე იქიდან, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი, ევროპის მაგისტრალი E60, შესაბამისად აღნიშნული განსაკუთრებით ხელისშემშლელია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მსმენელისთვის. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს გორის სამაუწყებლო არეალში მოქცეული კონფლიქტური რეგიონის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რადიო სმენადობის გაზრდას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსმენელის ინტერესიდან, კომპანიის მარკეტინგული საჭიროებიდან და სიხშირული ზოლის ერთიანობის სტრატეგიიდან გამომდინარე შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ითხოვს განხორციელდეს კერძო მაუწყებლობის №B193 და №B64 ლიცენზიების მოდიფიცირება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ფლობს კერძო მაუწყებლობის:
ა) №B193 ლიცენზიას, კომისიის 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ენა: ქართული;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 4 მაისის ჩათვლით;
გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
გორი სატელევიზიო ანძა |
97.3 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°1'55.79"N 44°2'51.32"E |
130 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ბ) №B64 ლიცენზიას, კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;
რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;
რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ხაშური;
რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ახალციხე;
რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თელავი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების (№შ-10/6462-17, 29.08.17 და (№შ-10/6605-17, 04.09.17) თანახმად შესაძლებელია შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ ქ. გორში რადიომაუწყებლობა განახორციელოს სიხშირეზე 106.9 მჰც ტექნიკური პარამეტრების შეუცვლელად, ხოლო ქ. ხაშურში შესაძლებელია რადიომაუწყებლობა განხორციელდეს სიხშირეზე 97.3 მჰც თუმცა ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მიზანშეწონილია დამატებით მიეთითოს გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი, მოდულაცია, პოლარიზაცია, გასხივება, ანტენის განთავსების ადგილის კოორდინატები, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი, ხოლო მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ჩაიწეროს შემდეგნაირად - ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 7 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B64 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B64 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის №326/1 და 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 5 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
