წვდომის მენიუ

შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 603 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2017 12:08

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2017

შპსსტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცახდებისთ მიმართა შპს „სტერეო+“-მა“ (№6/6370-17, 25.08.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B145  ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B145 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 31 მაისამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. წალკა

105.7

FM

V

წრიული

500

41°38'06"N

44°14'19"E

30

7

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;”

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტერეო+“-ის მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 5 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-სთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

       კომისიის თავმჯდომარის

       მოვალეობის შემსრულებელი                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

       კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები