წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 61 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2017 11:19

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის №06 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის №06 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნას 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“  მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

ბ) შპს „ა-ნეტ“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმებისა და შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი). 

2. კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის №06 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №06 სხდომის დღის  წესრიგი

             ქ. თბილისი    2017  წლის 02 თებერვალი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს „ფოთი პაილოტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  4. უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის”  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  5. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მალხაზ მიქაუტაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ,,სერვისნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს „პისი მაქსის“ წილის 44,39%-ის ფიზიკურ პირ კობა ღურწკაიას, 20%-ის ფიზიკურ პირ მამუკა ქავთარაძის და 15,61%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი ქავთარაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „888“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  9. შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  10. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“  მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს „ა-ნეტ“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმებისა და შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები