შპს „იმერ TV“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2017 11:59
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2017
შპს „იმერ TV“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „იმერ TV“-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/6649-17 06/09/2017 და №შ- 06/09/2017) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-953, 15.10.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსების მეშვეობით. როგორც წერილებშია აღნიშნული ორივე მულტიპლექსით მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა იქნება უფასო. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყება იგეგმება 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ მულტიპლექსით - 2017 წლის 15 სექტემბრიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმერ TV“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-953, 15.10.2013), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „იმერ TV“-ის წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) და 451-ე მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვპუნქტების შესაბამისად, საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შპს „იმერ TV“-ის მაუწყებლობის ხანგრძლივობის მოდიფიცირებაც და დღე-ღამის განმავლობაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის მინიმალურ ხანგძლივობად 12 საათის განსაზღვრა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „იმერ TV“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-953, 15.10.2013) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „იმერ TV“-ის მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-953, 15.10.2013) და:
ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ქუთაისის მულტიპლექსი და ზესტაფონის მულტიპლექსი;
ბ) ქუთაისის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს: 2017 წლის 1 ნოემბრი;
გ) ზესტაფონის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს: 2017 წლის 15 სექტემბერი;
დ) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი, ხოლო მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების და ინტერნეტის გამოყენებით - 6 საათი;
ე ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ე.ა) ინტერნეტი - უფასო;
ე.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
ე.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
2. შპს „იმერ TV“-ის ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 07.09.2017, 16:43სთ.
3. შპს „იმერ TV“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იმერ TV“-ისთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „იმერ TV“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „იმერ TV“-სთვის ჩაბარებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
