უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2017 15:44
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2017
უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (საქართველო)“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ის სასამართლოს მიერ 2002 წლის 27 სექტემბერს, რეგისტრაციის №5ა/8-138, ს.კ. № 204992785) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/6100-17, 15.08.17) ქ. რუსთავში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის (საქართველო)“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)“ წარმოდგენილი აქვს საქართველოს მთავრობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მონაწილეთა შორის ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან 2000 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის 7.3 მუხლის შესაბამისად, უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანია (საქართველო)“, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილე განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 და 5.3 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს უცხოური საწარმოს ფილიალს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1636 ნებართვა და მიენიჭოს 441.250 მჰც და 446.450 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 14 სექტემბრიდან 2018 წლის 14 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. უცხოური საწარმოს ფილიალის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის (საქართველო)“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
