წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე „ლაშა ძიძიგურისთვის“ სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 მარტის № 178/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 633 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2017 15:57

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2017

ინდ. მეწარმე „ლაშა ძიძიგურთვის“ სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 მარტის №178/7  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „ლაშა ძიძიგურმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 9 იანვარს, ს.კ. №59001101622) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/6470-17, 08.09.17) ქ. გორში 156.150 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2017 წლის  23 მარტის № 178/7  გადაწყვეტილებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2017 წლის 23 მარტის № 178/7  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  ინდ. მეწარმე „ლაშა ძიძიგურისთვის“ ქ. გორში 156.150 მჰც სიხშირის მინიჭება;
  2. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ინდ. მეწარმე „ლაშა ძიძიგურისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 
  3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის
    ინდ. მეწარმე „ლაშა ძიძიგურისთვის“ ჩაბარებისთანავე.
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ინდ. მეწარმე „ლაშა ძიძიგურისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                    მ. ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

                                                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები