წვდომის მენიუ

შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 636 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2017 12:37

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2017

შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/5619-17, 28.07.2017) თანახმად, კომისიის მიერ განხორციელდა შპს „სერვისბოქსის“ მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტის ი.ბაღაშვილის ბინაში. 2017 წლის 24 ივლისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა  შპს  „სერვისბოქსის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  N22. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, მე-3ა მკრ.კორპ. NXXX. ბ.XX, შპს „სერვისბოქსის“ აბონენტთან ი. ბაღაშვილთან, აბონენტის N2882XXX.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „სერვისბოქსის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „მარაო“, „GDS“,  „იბერია“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“, „ცისარტყელა“,  „რიონი“, „აჭარა“, „სტარვიზია“, “ტელეარხი 25”, „თრიალეთი“,  „ტვ ვინილი“,  „საფერავი ტვ“, „დრო“, „პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „დია“, „ქართული არხი“, „Music box“ (თბილისი), „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  „Euronews”, „Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Дом Кино“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,“Дом Кино Премиера”, “Film Box”, “Film Box Arthouse”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”, „Бобер“, „Совершенно секретно“, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”, “docubox”, “Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”, “Fun Fust Box”, “Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “Nick jr”, “O!”, “MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”,“Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”,„Fashion tv HD“, “Fashion box”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”,“Дождь”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”, “Интер +”, „1+1“, “МИР ТВ”, “5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”.      

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „სერვისბოქსს“ 2017 წლის 28 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია   შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „სტარვიზია“, „დია“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”,  “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Дом Кино“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,“Дом Кино Премиера”, “Film Box”, “Film Box Arthouse”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”, „Бобер“, „Совершенно секретно“, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”, “docubox”, “Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”, “Fun Fust Box”, “Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “Nick jr”, “O!”, “MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”,“Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”,„Fashion tv HD“, “Fashion box”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”,“Дождь”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”, “Интер +”, „1+1“,“5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”. შესაბამისად, შპს „სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს „სერვისბოქსის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/5619-17, 28.07.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 24 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N03/2802-17; 21.08.2017) ფოსტით გაეგზავნა შპს „სერვისბოქსს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 22 აგვისტოს.

შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში კომისიის მიერ, დაინტერესებულ პირად ჩართული იქნა შპს „ახტელი“, ვინაიდან, შპს „სერვისბოქსი“ სარგებლობს შპს „ახტელის“ ქსელით, ასევე შპს „ახტელი“ შპს „სერვისბოქსთან“ ერთად ერთობლივ აქციას სთავაზობს მომხმარებელს. შესაბამისად, შპს „ახტელს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.

კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე შპს „სერვისბოქსის“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. სხდომაზე განხილულ იქნა შპს „სერვისბოქსის“ წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6283-17; 23.08.2017) კომპანიის უფლებამოსილ პირთა შვებულებაში ყოფნის გამო, საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 7 სექტემბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „ახტელს“ ეცნობათ კომისიის შეტყობინებებით (N03/2933-17;30.08.2017 და N03/2932-17;30.08.2017). შპს „სერვისბოქსს“ შეტყობინება N03/2933-17 არ ჩაბარდა. შესაბამისად, შეტყობინება რამდენჯერმე გადაეგზავნა კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე (მისამართი: servicebox10@yahoo.com), ხოლო შპს „ახტელს“ შეტყობინება N03/2932-17 ჩაბარდა 2017 წლის 01 სექტემბერს.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში 2017 წლის 02 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5742-17;02.08.2017) წარმოდგენილ იქნა რიგი სამაუწყებლო არხების  ტრანზიტის თაობაზე  დოკუმენტაცია, მათ შორის,  „Dinlex Trade LLP“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესწავლის შედეგად, გამოირკვა, რომ „Dinlex Trade LLP“-სა (შემდგომში წოდებული „კომპანია“) და შპს „სერვისბოქს“ (შემდგომში წოდებული „დამკვეთი“) შორის 2017 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „კომპანია“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „დამკვეთი“ სატელევიზიო არხთა პაკეტის გადაცემების გაშვების უფლებით, რომელიც მას ხელშეკრულების დადების საფუძველზე მოპოვებული აქვს ამ უფლების მფლობელ კომპანიებთან. ამავე ხელშეკრულების 9.11 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილად ითვლება „კომპანიის“ ადგილსამყოფელი, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, „Dinlex Trade LLP“-ის მისამართია: დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, Blue spuare House, 272 bath Street, გლასგო, G2 4JR.  

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 7 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენელი ნინო სოსელია და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ანდრო კიკნაველიძე.

კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენელმა ნინო სოსელიამ  განაცხადა, რომ სამაუწყებლო არხების საავტორო უფლებათა მფლობელი კომპანიების მიერ საჩივარი კომისიაში არ არის შემოსული და არც სასამართლოშია აღძრული სარჩელი შპს „სერვისბოქსის“ წინააღმდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ კომისია იჭრება სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროში. თუკი უფლებამფლობელი თვლის, რომ მისი ექსკლუზიური უფლება ამ კონტენტზე არის დარღვეული, მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს.  ეს საკითხი არის  სასამართლოს განსასჯელი და კომისია თავისი ინიციატივით ამ საკითხს არ უნდა იხილავდეს. ნ.სოსელიას განმარტებით, კომისიას არ აქვს დასრულებული ხელშეკრულების შესწავლა, არ არის მიღებული კომპანიებისგან შესაბამისი დადასტურება ან უარყოფა იმისა, არსებობს თუ არა შპს „სერვისბოქსის“ კონტენტის გავრცელების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე. ნ.სოსელიას განმარტებით, საქართველოში არსებულ ყველა დილერ კომპანიას ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან, თუმცა არ არის შემოწმებული ამ ხელშეკრულებების წარმომავლობა, ამასთან  განსაკუთრებული მონდომებაა შპს „TECHMOMAX LLP“-თან და შპს „სერვისბოქსთან“ მიმართებაში.  ნ.სოსელიას განმარტებით ყველა კომპანიის მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა არსებობდეს. ნ. სოსელიამ ასევე განმარტა, რომ შპს „სერვისბოქსს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება „Dinlex Trade LLP”-სთან. ხელშეკრულებაში მხარეს მითითებული აქვს, რომ მას ამ კონტენტის გაყიდვის უფლება გააჩნია. ეს არის  სამოქალაქო ხელშეკრულება. თუკი ეს კომპანია თავად არღვევს ვინმეს უფლებას, ამ შემთხვევაში უფლებამფლობელი კომპანიები უნდა ედავონ მას და არა შპს „სერვისბოქსს“. ნ.სოსელიამ ასევე აღნიშნა, რომ შპს „სერვისბოქსი“ არის პროდუქტის კეთილსინდისიერი შემძენი და დარღვევას ადგილი არ აქვს.

კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი.მახარაძემ განმარტა, რომ კომისიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამაუწყებლო არხების დილერ კომპანიებთან, რომლებმაც გამოთქვეს ეჭვი  შპს „TECHMOMAX LLP“-ის აბონენტების შპს „სერვისბოქსის“ აბონენტებად რეგისტრაციისა და შპს „სერვისბოქსის“ მიერ შპს „TECHMOMAX LLP“-ის მსგავსი სქემით საქმიანობის თაობაზე. გარდა ამისა,   კომისიაში დაცული ანგარიშგების ფორმების მონაცემების შესაბამისად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შპს „სერვისბოქსის“ აბონენტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით განხორციელდა შპს „სერვისბოქსის“ შემოწმება.     

ი.მახარაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დილერთან გაფორმებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ, ირკვევა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილია ისეთი სამაუწყებლო არხები, როგორიც არის „футбол 1” და „Футбол 2”, რომლის ტრანზიტზე, კომისიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ხელშეკრულებები არ ფორმდება. შესაბამისად, ხელშეკრულების ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, კომისიამ მიმართა სამაუწყებლო არხებს: „discovery communication”-ს, „fox“-ს „national geographic”-ს და ითხოვა  შპს „სერვისბოქსთან“ და „Dinlex trade LLP”-სთან საავტორო უფლებების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით  2017 წლის 7 სექტემბრის სხდომა გადაიდო  2017 წლის 21 სექტემბრის 15 საათისთვის.

შპს „სერვისბოქსის“ მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6923-17;14.09.2017) წარმოდგენილ იქნა კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის კომისიის სხდომაზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია კერძოდ, აბონენტის ხელშეკრულება, 2017 წლის 1 თებერვლის „სატელევიზიო არხის რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმებული შპს „სერვისბოქსსა“ და „Dinlex Trade LLP“-ს შორის  და   „Dinlex Trade LLP“-ს 2017 წლის 9 სექტემბრის წერილი, ასევე, შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დადებული ხელშეკრულებები „ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ“.

„Dinlex Trade LLP“-ის 2017 წლის 9 სექტემბრის წერილში აღნიშნულია, რომ   „Dinlex Trade LLP“ ადასტურებს, რომ  შპს „სერვისბოქსს“ გააჩნია ნებართვა უზრუნველყოს არხების რეტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე, სატელევიზიო არხების რეტრანსლირების მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია 2017 წლის  01 თებერვალს. 

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (შ-10/7110-17;19.09.2017) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ  კომისიაში შემოსულია Discovery Communications Ukraine LLC–ის, ТПО „РЕД МЕДИА“–ს, Fox Networks Group (UK) Limited–ის, Caucasus Media Services და Euro Media services ltd–ს წერილები, რომელთა თანახმად, აღნიშნულ სამაუწყებლო არხებს/არხების წარმომადგენლებს შპს „სერვისბოქსთან“ და არც „Dinlex Trade LLP“–სთან  სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულებები არ აქვთ გაფორმებული. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „Dinlex Trade LLP-ს  შპს „სერვისბოქსისთვის“ გადაცემული აქვს ისეთი სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლება (футбол 1, футбол 2) რომლებზედაც, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლება თავად უფლებამფლობელი კომპანიების მიერ არის შეზღუდული.

კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის დავალების შესაბამისად წარმოდგენილი კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებით ბარათში (Nშ-10/7149 -17; 21.09.2017) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტს დაევალა სამართლებრივი დასკვნის წარმოდგენა შპს „ახტელისა“ და შპს „სერვისბოქსის“ მიერ ერთობლივად განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იკვეთება  შპს „სერვისბოქსის“ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში (წარმოდგენილია შპს „ახტელთან“, შპს „სერვისბოქსთან“ და მომხმარებელ ი. ბაღაშვილთან 2017 წლის 19 ივლისს გაფორმებული ერთობლივი შეთანხმება). სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად და ყოველმხრივ შესწავლის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი:

1. კომისიის მიერ განხორციელდა შპს „სერვისბოქსის“ მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტის ი.ბაღაშვილის ბინაში;

2.  2017 წლის 19 ივლისს გაფორმდა შეთანხმება  შპს „ახტელს“, შპს „სერვისბოქსსა“ და  ი.ბაღაშვილს შორის, რომლის თანახმად, აქციის პერიოდში (წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2017-ის ჩათვლით) შპს „ახტელის“ ოპტიკა „მინიმალი“ 20 მბ-ის და შპს „სერვისბოქსის“ IPTV პაკეტის „ძირითადი+“ მომხმარებლის მიერ ერთდროულად შეძენის შემთხვევაში ორივე სერვისის ჯამური ღირებულება შეადგენს თვეში 29 (ოცდაცხრა) ლარს;

3. 2017 წლის 19 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა შპს „სერვისბოქსსა“ და ი.ბაღაშვილს შორის IPTV ტექნოლოგიით ტელევიზიის მიწოდების შესახებ.  აღნიშნული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, „მომხმარებელი“ მომსახურების საფასურს იხდის არჩეული პაკეტის შესაბამისად (იხ.გვერდი www.mar.tv). 8.2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს უფასო კონსულტაციები და გამოიძახოს ტექნიკური ჯგუფი ადგილზე ტელეფონის ნომრით 110000 (აღნიშნული ნომერი ეკუთვნის შპს „ახტელს“), ასევე, აღნიშნულ ხელშეკრულებაში თანხის ამომღებად მითითებულია შპს „ახტელი“, ხოლო მიმწოდებლად - შპს „სერვისბოქსი“; ასევე, შპს „ახტელსა“ და ი.ბაღაშვილს შორის 2017 წლის 19 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ინტერნეტ ქსელში FTTH  ტექნოლოგიით ჩართვის შესახებ;

4. შპს „სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილ იქნა შპს „ახტელთან“, შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება „ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, კომპანიები (შპს „ახტელი“, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“) გადასცემენ შპს „სერვისბოქსს“ მის საკუთრებაში არსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებით და სიმძლავრეებით სარგებლობის უფლებას, მისი აბონენტებისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდების მიზნით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ;

5. შპს „ახტელსა“ და შპს „სერვისბოქს“ შორის „ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ“ დადებული ხელშეკრულების 1.2. პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სრულად და შეუფერხებლად მიღების მიზნით შპს „ახტელი“ უზრუნველყოფს, შპს „სერვისბოქსის“ აბონენტებთან  (რამელთაც სატელევიზიო სიგნალი მიეწოდებათ 1.1 პუნქტში აღნიშნული ქსელის მეშვეობით) სატელევიზიო სიგნალის მიწოდების საფასურის (როგორც მომსახურების, ისე საჯარიმო სანქციაბის) დარიცხვა და ამოღებას. ამავე ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ახტელი“ ვალედებულია უზრუნველყოს „კომპანიის“ დაშვება საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან; 2.1.2. პუნქტის შესაბამისად, შპს „ახტელი“ ვალდებულია საჭიროების (მოთხოვნის არსებობის) შემთხვევაში შპს „სერვისბოქსის“ სახელით, მის მიერ დადგენილი ფორმითა და პირობებით გააფორმოს IPTV-ის მომსახურების ხელშეკრულება აბონენტებთან. აღნიშნული ხელშეკრულება, ფაქტობრივად მსგავსია შპს „ახტელსა“ და „Technomax LLP“-სთან გაფორმებული მომსახურების  ხელშეკრულებისა. კეძოდ, შპს ,,ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის შორის 2015 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ,,მომსახურების ხელშეკრულების“ თანახმად, შპს „ახტელი“  ვალდებულია შპს „TECHNOMAX LLP”-ის სახელით, მის მიერვე დადგენილი ფორმით და პირობებით გააფორმოს IPTV მომსახურების  ხელშეკრულება აბონენტებთან, მოახდინოს აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების (როგორც მომსახურების, ისე საჯარიმო სანქციების) დარიცხვა და ამოღება, უზრუნველყოს კომპანიის დაშვება საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;

6.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით მომსახურების მიმწოდებელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას და ასევე, ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესში ახორციელებს შპს „ახტელი“. კერძოდ, შპს „ახტელი“ ახორციელებს შემდეგს:

6.1 უწევს რეკლამირებას შპს „სერვისბოქსის“ მომსახურებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მოიცავს ქოლ ცენტრის მომსახურებით სარგებლობას;

6.2   საჭიროების (მოთხოვნის არსებობის) შემთხვევაში შპს „სერვისბოქსის“ სახელით, მის მიერ დადგენილი ფორმითა და პირობებით აფორმებს IPTV-ის მომსახურების ხელშეკრულებას აბონენტებთან;

6.3 შპს „სერვისბოქსის“ მიერ შპს „ახტელის“ ქსელის მეშვეობით ხორციელდება სამაუწყებლო არხების მიწოდება მომხმარებლებისთვის შპს „ახტელის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გამოყენებით;

6.4  აბონენტსა და შპს „სერვისბოქსს“ შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებიდან, ასევე, შპს „ახტელისა“ და შპს  „სერვისბოქსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მომსახურების საფასურს (როგორც მომსახურების, ისე საჯარიმო სანქციას) აბონენტებისგან იღებს შპს ,,ახტელი“;

6.5 შპს „სერვისბოქსსა“ და აბონენტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 8.1.8 და 8.2.1 პუნქტების შესაბამისად, მომხმარებელი  ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე მიმწოდებელს და უფლება აქვთ მიიღონ უფასო კონსულტაციები და გამოიძახონ  ტექნიკური ჯგუფი მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურიდან ტელეფონის ნომერზე: 110000, რომელიც წარმოადგენს შპს „ახტელის“ საინფორმაციო სამსახურის ნომერს;

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია  შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2016 წლის 12 აპრილის N231/18 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში, კერძოდ:

„6.1 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით მომსახურების მიმწოდებელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას და ასევე, ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესში ახორციელებს შპს „ახტელი“. კერძოდ, შპს „ახტელი“ ახორციელებს:

6.1.1 ე.წ. „MAR TV”-ის სახელწოდებით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მომსახურების მიღების მსურველი პირებისა და მოქმედი მომხმარებლებისთვის;

6.1.2   ე.წ. „MAR TV”-ის სახელწოდებით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების  შეკვეთის მიღებას, ასევე, მომსახურების მიღების მიზნით სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმებისა და  მომსახურების ადგილზე ჩართვის უზრუნველყოფას;

6.1.3 ზემოაღნიშნული მომსახურების ფარგლებში უფასო კონსულტაციების გაწევას, ტექნიკური ჯგუფის აბონენტისთვის გამოყოფას, ტექნიკური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტასა და დაზიანებების აღმოფხვრას;

6.1.4  დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურებს შეზღუდვის უზრუნველყოფასა და ჯარიმის სახით დარიცხული თანხის ამოღებას.

6.2 შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ შპს „ახტელთან“ ერთად ხორციელდება სამაუწყებლო არხების მიწოდება მომხმარებლებისთვის შპს „ახტელის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გამოყენებით;

6.3 აბონენტს ნ. ბერიაშვილსა და შპს ,,TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებიდან, ასევე, შპს „ახტელისა“ და შპს  ,,TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მომსახურების საფასურს აბონენტებისგან იღებს შპს ,,ახტელი“;

6.4 შპს „ახტელისა“ და შპს  „TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტიდან ირკვევა, რომ შპს „ახტელის“ მიერ აბონენტებისგან ამოღებული თანხის 55 პროცენტს იღებს შპს „TECHNOMAX  LLP”, ხოლო 45 პროცენტს იღებს შპს „ახალი ქსელები“;

6.5 შპს „TECHNOMAX LLP”-სა და ზემოაღნიშნულ აბონენტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 8.1.8 და 8.2.1 პუნქტების შესაბამისად, მომხმარებლები  ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე მიმწოდებელს და უფლება აქვთ მიიღონ უფასო კონსულტაციები და გამოიძახონ  ტექნიკური ჯგუფი მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურიდან ტელეფონის ნომერზე: 110011, რომელიც წარმოადგენს შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“  საინფორმაციო სამსახურის ნომერს.“

7.  შპს „ახტელი“ მის საკუთრებაში არსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებით და სიმძლავრეებით სარგებლობის უფლებას გადასცემს საქართველოში რეგისტრირებულ ან/და არარეგისტრირებულ იურიდიულ პირს (მაგ. შპს „სერვისბოქსი“ ან/და Technomax llp) სატელევიზიო სიგნალის მიწოდების მიზნით, ხოლო ეს უკანასკნელი კომისიაში წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, რომელიც კომისიას წარუდგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით მართლზომიერად გავრცელების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გაფორმებიული აქვს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთან (იგულისხმება: ROXBURG TRANSIT CORP ან/და Dinlex Trade LLP ), რომელსაც ხელშეკრულების შესრულების ადგილად მითითებული აქვს ის მისამართი, სადაც რეგისტრირებულია კომპანია. ამასთან, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილია ისეთი სამაუწყებლო არხები, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის განხორციელების უფლება არ მოიპოვება, ასევე რიგ სამაუწყებლო არხებზე თავად ამ არხების უფლებამფლობელები იუწყებიან, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებთან არ გააჩნიათ სახელშეკრულებო ურთიერთობები.

მოხსენებით ბარათიში აღნიშნულია, რომ შპს „სერვისბოქსს“ შპს „ახტელის“ ანალოგიური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშიგაბმულობის კორპორაციასთან“ (ხელშეკრულება ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სერვისბოქსისა“ და შპს „ახტელის“ მიერ აბონენტებისათვის მომსახურების გაწევის სქემა იდენტურია  შპს „ახტელისა“ და „Technomax LLP“-ს მიერ ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისა.

კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე გაიმართა შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა .სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენელი ნინო სოსელია და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ანდრო კიკნაველიძე.

კომისიის სხდომაზე შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენელმა ნინო სოსელიამ აღნიშნა, რომ ბრიტანულ კომპანია „Technomax LLP“-ს შეექმნა სერიოზული პრობლემები და მის მიმართ მოხდა უკანონო ქმედებები, რაზედაც პასუხს ელოდებიან შესაბამისი ორგანოებიდან. „Technomax LLP“-ის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მისი მთლიანი ბაზა იყიდა ქართულმა კომპანია შპს „სერვისბოქსმა“, რომელმაც გაითვალისწინა ყველა ის გამოცდილება, რაც „Technomax“-ს ჰქონდა. შპს „სერვისბოქსმა“ მოიპოვა ინფორმაცია, აბონენტების ბაზა. ნ.სოსელიას განმარტებით, მისთვის არ არის ცნობილი რა ტიპის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „სერვისბოქსსა“ და „Technomax“-ს შორის, თუმცა კომისიის მიერ ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხში ჩაღრმავებაც. ნ. სოსელიამ ასევე აღნიშნა, რომ  შპს „სერვისბოქსისგან“ მოხდა  „Technomax LLP“-ის უკვე არსებული დოკუმენტაციის (შაბლონური დოკუმენტების) გამოყენება. ვინაიდან, შპს „სერვისბოქსისთვის“ ცნობილი იყო „Technomax“-ის და მათი საადვოკატო ბიუროს თანამშრომლობის თაობაზე, მათაც მიმართეს თანამშრომლობის სურვილით. სწორედ ამ ფაქტებმა გამოიწვიეს დოკუმენტაციებში მსგავსება, თუმცა არის სხვაობებიც.

ნინო სოსელიამ დამატებით აღნიშნა,  რომ სხდომაზე მისთვის მიწოდებული მასალა (ელექტრონული ფოსტის მიმოწერა) არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად.  მათაც შეუძლიათ მსგავსი მეილის შექმნა და მათთვის სასურველი მიმოწერის წარმოდგენა. ამიტომ, მისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი ღირებული არ არის. ფაქტია, რომ არსებობს კომპანია, რომელსაც უცხოურ კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო კონტენტის ტრანზიტზე. ეს კომპანია არის კეთილსინდისიერი შემძენი. ხელშეკრულებაში არსებობს მხარეთა განცხადებები და გამყიდველი კომპანია აცხადებს, რომ მას აქვს ამ კონტენტის გაყიდვის უფლება. შპს „სერვისბოქსმა“ მასთან გააფორმა ხელშეკრულება და თუკი გამყიდველი კომპანია რაიმეს არღვევს, შესაბამისმა სამსახურებმა მის მიმართ უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები.

ნ. სოსელიამ ასევე აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, არსებობს ბევრი კომპანია, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტენტის გაყიდვას. ისინი თავად არ ავრცელებენ კონტენტს, უბრალოდ ყიდიან გამავრცელებელ კომპანიებზე. მათ დადებული აქვთ ხელშეკრულებები ოფშორულ კომპანიებთან.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ავტორიზებული პირისთვის ცნობილია „Discovery“-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, რადგან ისინი აქტიურად მუშაობენ საქართველოს ტერიტორიაზე.  ეს პირები ჩამოდიან საქართველოში და აწყობენ შეხვედრებს ყველა ავტორიზებულ პირთან. ი.მახარაძის განმარტებით, კომისიას აქვს აქტიური მიმოწერა „Discovery“-სთან მათი არხების მართლზომიერი ტრანზიტის თაობაზე, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ი.მახარაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „სერვისბოქსის“ მიერ „Dinlex Trade LLP“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში,  არის მთელი რიგი სამაუწყებლო არხები, რომლებთან დაკავშირებითაც, კომისიის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის სფეროში მრავალწლიანი აქტიური მუშაობის საფუძველზე, ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ ხელშეკრულებები არ ფორმდება.

კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ა. კიკნაველიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია დაადგენს, რომ შპს „ახტელის“ ქსელში გადაიცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევით მოპოვებული სამაუწყებლო არხები, შპს „ახტელისთვის“ ეს ფაქტი ვერ იქნება უპირობო საფუძველი შპს „სერვისბოქსის“ გასათიშად, ვინაიდან აღნიშნულ კომპანიებს შორის გაფორმებულია  ხელშეკრულება და  მხარეებს ნაკისრი აქვთ რიგი ვალდებულებები, გარდა ამისა, შესაძლოა კონტენტის ნაწილი შპს „სერვისბოქსს“ კანონის დაცვით ჰქონდეს მოპოვებული და შპს „ახტელისთვის“ ტექნიკურად რთულია ნაწილი არხების გათიშვა.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5619-17, 28.07.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 24 ივლისის შემოწმების აქტი N22;
  3.  შპს „სერვისბოქსის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. 2017 წლის 19 ივლისს შპს „ახტელს“, შპს „სერვისბოქსსა“ და  ი.ბაღაშვილს შორის დადებული შეთანხმება;
  5. შპს „სერვისბოქსსა“ და ი.ბაღაშვილს შორის 2017 წლის 19 ივლისს დადებული  ხელშეკრულება IPTV ტექნოლოგიით ტელევიზიის მიწოდების შესახებ;
  6. შპს „ახტელსა“ და ი.ბაღაშვილს შორის 2017 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულება ინტერნეტ ქსელში FTTH  ტექნოლოგიით ჩართვის შესახებ;
  7. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „სერვისბოქსისთვის“  გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. შპს „სერვისბოქსის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-65742-17;02.08.2017) თანდართული დოკუმენტაციით (სამაუწყებლო არხების რეტრანსლაციის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები/ნებართვები);
  9. შპს „სერვისბოქსსა“ და „ Dinlex Trade LLP“ შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხის რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ;
  10. შპს „სერვისბოქსის“ მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6923-17;14.09.2017) წარმოდგენილი დოკუმენტაცია (აბონენტის ხელშეკრულება, 2017 წლის 1 თებერვლის „სატელევიზიო არხის რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმებული შპს „სერვისბოქსსა“ და „Dinlex Trade LLP“-სთან და   „Dinlex Trade LLP“-ს 2017 წლის 9 სექტემბრის წერილი, შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დადებული ხელშეკრულებები „ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ“);
  11. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (შ-10/7110-17;19.09.2017) სამსახურებრივი ბარათი;
  12. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/7149-17; 21.09.2017);
  13. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „სერვისბოქსის“ შესახებ;
  14. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 7 და 21 სექტემბრის სხდომებზე;
  15. შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის   2017 წლის 7 და 21 სექტემბრის სხდომებზე. 

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „სერვისბოქსი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 16.12.2016; ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „სერვისბოქსს“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. კომისიის მიერ განხორციელდა შპს „სერვისბოქსის“ მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტის ი.ბაღაშვილის ბინაში მის: ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, მე-3ა მკრ.კორპ. NXXX. ბ.XX; 2017 წლის 19 ივლისს გაფორმდა შეთანხმება  შპს „ახტელს“, შპს „სერვისბოქსსა“ და აბონენტ ი.ბაღაშვილს შორის, რომლის თანახმად, აქციის პერიოდში (წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2017-ის ჩათვლით) შპს „ახტელის“ ოპტიკა „მინიმალი“ 20 მბ-ის და შპს „სერვისბოქსის“ IPTV პაკეტის „ძირითადი+“ მომხმარებლის მიერ ერთდროულად შეძენის შემთხვევაში ორივე სერვისის ჯამური ღირებულება შეადგენს თვეში 29 (ოცდაცხრა) ლარს; ასევე, 2017 წლის 19 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა შპს „სერვისბოქსსა“ და ი.ბაღაშვილს შორის IPTV ტექნოლოგიით ტელევიზიის მიწოდების შესახებ.  აღნიშნული ხელშეკრულების 8.1.8 და 8.2.1 პუნქტების შესაბამისად, მომხმარებელი  ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე მიმწოდებელს და უფლება აქვთ მიიღონ უფასო კონსულტაციები და გამოიძახონ  ტექნიკური ჯგუფი მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურიდან ტელეფონის ნომერზე: 110000, რომელიც წარმოადგენს შპს „ახტელის“ საინფორმაციო სამსახურის ნომერს; ასევე, აღნიშნულ ხელშეკრულებაში თანხის ამომღებად მითითებულია შპს „ახტელი“, ხოლო მიმწოდებლად - შპს „სერვისბოქსი“;შპს „ახტელსა“ და ი.ბაღაშვილს შორის 2017 წლის 19 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ინტერნეტ ქსელში FTTH  ტექნოლოგიით ჩართვის შესახებ;
  4. 2017 წლის 24 ივლისს, 11:25 საათზე, შპს „სერვისბოქსის“ აბონენტთან  ი. ბაღაშვილთან, მისამართზე: ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, მე-3ა მკრ., კორპ. NXXX, ბ.XX, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „სერვისბოქსის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №22.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი;
  5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „სერვისბოქსი“ საქართველოს ტერიტორიაზე  ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „მარაო“,„GDS“,  „იბერია“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“, „ცისარტყელა“,  „რიონი“, „აჭარა“, „სტარვიზია“, “ტელეარხი 25”, „თრიალეთი“,  „ტვ ვინილი“,  „საფერავი ტვ“, „დრო“, „პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „დია“, „ქართული არხი“, „Music box“ (თბილისი), „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Дом Кино“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,“Дом Кино Премиера”, “Film Box”, “Film Box Arthouse”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”, „Бобер“, „Совершенно секретно“, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”, “docubox”, “Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”, “Fun Fust Box”, “Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “Nick jr”, “O!”, “MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”,“Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”,„Fashion tv HD“, “Fashion box”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”,“Дождь”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”, “Интер +”, „1+1“, “МИР ТВ”, “5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”;
  6. 2017 წლის 24 ივლისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2017 წლის 24 ივლისის №22 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  7. შპს „სერვისბოქს“ 2017  წლის 28 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი  სამაუწყებლო არხების: „სტარვიზია“, „დია“,“RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”,  “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Дом Кино“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,“Дом Кино Премиера”, “Film Box”, “Film Box Arthouse”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”, „Бобер“, „Совершенно секретно“, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”, “docubox”, “Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”, “Fun Fust Box”, “Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “Nick jr”, “O!”, “MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”,“Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”,„Fashion tv HD“, “Fashion box”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”,“Дождь”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”, “Интер +”, „1+1“,“5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”-ის მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  8. 2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით, რომელიც, შპს „სერვისბოქს“ გადაეცა 2016 წლის 16 დეკემბერს, განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  9. 2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5742-17;02.08.2017) შპს „სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილ იქნა მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „სტარვიზია“, „დია“, „Дом Кино“, “Дом Кино Премиера”,“ВРЕМЯ”, “ORT”, “Телекафе”,“Карусель”,„Бобер“,“O!”, ”,“РТР планета”,“Россия 24”,   “Россия К”,„1+1“, „Совершенно секретно“, “Интер +”,“Fashion box”, “docubox”, “Film Box Arthouse”, “Film Box”, “Fun Fust Box”, “музыка первого“, „далекое и близкое“, „TV21“, „Travel Channel“ „PTP Планета“, „Россия -24“ ,„Култура“ (Россия-К), „World Fashion Channel“, „ ЧП info“, „ FightBox“, „Fashion Box“, „360Tune Box“, „Erox“, „ MIR-TV“, „MIR 24“, “MIR HD”, “MIR+3”, „პირველი გასართობი“,  „იმერვიზია“, „პულსი“, მომავალი  TV“, „არგო“; ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „სერვისბოქსსა“ და „Dinlex Trade LLP“-ს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ;
  10. შპს „სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი „Dinlex Trade LLP“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლის შედეგად, გამოირკვა, რომ „Dinlex Trade LLP“-სა (შემდგომში წოდებული „კომპანია“) და შპს „სერვისბოქს“ (შემდგომში წოდებული „დამკვეთი“) შორის 2017 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „კომპანია“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „დამკვეთი“ სატელევიზიო არხთა პაკეტის გადაცემების გაშვების უფლებით, რომელიც მას ხელშეკრულების დადების საფუძველზე მოპოვებული აქვს ამ უფლების მფლობელ კომპანიებთან. ამავე ხელშეკრულების 9.11 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილად ითვლება „კომპანიის“ ადგილსამყოფელი, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, „Dinlex Trade LLP“-ის მისამართია: დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, Blue spuare House, 272 bath Street, გლასგო, G2 4JR.  შპს „სერვისბოქსის“ მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციი Nშ-6/6923-17;14.09.2017) წარმოდგენილ იქნა „Dinlex Trade LLP“-ის 2017 წლის 9 სექტემბრის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ   „Dinlex Trade LLP“-ი ადასტურებს, რომ მათ შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული სამაუწყებლო არხების რეტრნსლირების მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „სერვისბოქს“ უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს სამაუწყებლო არხების ტრანზიტი;
  11. შპს „სერვისბოქსის“ მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციი Nშ-6/6923-17;14.09.2017) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „ახტელს“ , შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დადებული ხელშეკრულებები „ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ“; შპს „ახტელსა“ და შპს „სერვისბოქს“ შორის „ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ“ დადებული ხელშეკრულების 1.2. პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სრულად და შეუფერხებლად მიღების მიზნით შპს „ახტელი“ უზრუნველყოფს, შპს „სერვისბოქსის“ აბონენტებთან  (რომელთაც სატელევიზიო სიგნალი მიეწოდებათ 1.1 პუნქტში აღნიშნული ქსელის მეშვეობით) სატელევიზიო სიგნალის მიწოდების საფასურის (როგორც მომსახურების, ისე საჯარიმო სანქციების) დარიცხვა და ამოღებას. ამავე ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ახტელი“ ვალდებულია უზრუნველყოს „კომპანიის“ დაშვება საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან; 2.1.2. პუნქტის შესაბამისად, შპს „ახტელი“ ვალდებულია საჭიროების (მოთხოვნის არსებობის) შემთხვევაში შპს „სერვისბოქსის“ სახელით, მის მიერ დადგენილი ფორმითა და პირობებით გააფორმოს IPTV-ის მომსახურების ხელშეკრულება აბონენტებთან;
  12. კომისიაში შემოსულია Discovery Communications Ukraine LLC–ის, ТПО „РЕД МЕДИА“–ს, Fox Networks Group (UK) Limited–ის, Caucasus Media Services და Euro Media services ltd.–ს წერილები, რომლითაც კომისიას ატყობინებენ, რომ არც შპს „სერვისბოქსთან“ და არც „Dinlex Trade LLP“–სთან არ გააჩნიათ შესაბამისი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის თაობაზე; კომისიის აპარატის აუდი-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებაში, „Dinlex Trade LLP“ გადასცემს შპს „სერვისბოქსს“ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლებას (მაგ. футбол 1, футбол 2) რომლებზედაც, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლება თავად უფლებამფლობელი კომპანიების მიერ არის შეზღუდული. შესაბამისად, შპს „სერვისბოქს“ და „Dinlex Trade LLP“–ს შორის 2017 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა არ დასტურდება;
  13. 2017 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით შპს „სერვისბოქსს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “RBK TV”, “Russia today”,“МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”,“Наука’’,“Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”,“Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”,“Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”,“Nick jr”,“MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, „МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”, „Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, „Fashion tv HD“, “Fashion one”,“Россия 1”,“Дождь”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”,“5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”-ის;
  14. შპს „სერვისბოქსის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  “RBK TV”, “Russia today”,“МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”,“Наука’’,“Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”,“Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”,“Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”,“Nick jr”,“MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, „МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”, „Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, „Fashion tv HD“, “Fashion one”,“Россия 1”,“Дождь”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”,“5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს „სერვისბოქსის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სერვისბოქსს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე  იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ:   “RBK TV”, “Russia today”,“МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”,“Наука’’,“Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”,“Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”,“Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”,“Nick jr”,“MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, „МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”, „Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, „Fashion tv HD“, “Fashion one”,“Россия 1”,“Дождь”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”,“5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”-ის არამართლზომიერი ტრანზიტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმნინისტრაციული წარმოების  პროცესში გამოიკვეთა, რომ შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „სერვისბოქსის“ საქმიანობის სქემა მსგავსია „Technomax LLP“-ის და შპს „ახტელის“, შპს „ახალ ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური საკვშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისა. შპს „სერვისბოქსს“  შპს „ახტელის“ მსგავსი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიასთან“ (ხელშეკრულებები ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ). შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ „Technomax LLP“-სთან ერთად ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისათვის  არაერთხელ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო (იხ. კომისიის N231/18,12.04.2016;  N19/18, 12.01.2017; N232/18,12.04.2016; N338/18,31.05.2016; 20/18,12.01.2017  გადაწყვეტილებები).  შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის აუდი-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების და სამართლებრივ დეპარტამენტებს უნდა დაევალოთ შპს „სერვისბოქსის“ და შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საქმიანობის მოკვლევა და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ვალდებულებების აღსრულების მიზნით, კომისიას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.  საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კომისიის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს  2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებაში, საქმის Nბს-177-170(კ-13), რომლის თანახმად, „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამ ფუნქციის ფარგლებში კომისია ამოწმებს ავტორიზებული პირების მხრიდან ტრანზიტის კანონიერად განხორციელების ფაქტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ პუნქტი გულისხმობს, რომ მაუწყებლის ტრანზიტი ეს არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. ამდენად, კომისია  კონტროლს ახორციელებს იმდენად, რამდენადაც ეს არის დაკავშირებული სატელევიზიო არხის მართლზომიერ ტრანზიტთან.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა კონტროლი,  საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე. 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ  ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის  58-ე მუხლის მე-2 და მე-3 მუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად,  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება.

ამასთან, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განეხორციელებინა მაუწყებლობის სფეროში კანონით მასზე დაკისრებული მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქცია.“

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში დანერგილი სამუშაო პრაქტიკის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, საჭიროების შემთხვევაში მოწმდება და სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების მიერ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის დადასტურების შემდგომ მიიჩნევა ნამდვილად.  ვინაიდან, შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლის ნ.სოსელიას მიერ ეჭქვეშ დადგა სხვა ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნამდვილობა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „სერვისბოქსს“ გადასცეს სხვა ავტორიზებულ პირთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების გადამოწმების შედეგად  სამაუწყებლო არხის უფლებამფლობელების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები,სანებართვო წერილები, ლიცენზიები).

კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებით სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს.  შესაბამისად, ზიანი ასევე ადგება აუდიო-ვოზუალური პროდუქციის მწარმოებლებს, რომლებიც ამ პროდუქციის რეტრანსლირების უფლების მესამე პირებზე გაცემით ღებულობენ შემოსავალს. ზემოაღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ზომების მიუღებლობას შედეგად მოჰყვება ის, რომ სამაუწყებლო არხების ტრანზიტის ბიზნესის მწარმოებლები დაკარგავენ მომხმარებელს, დაკარგავენ ინტერესს წამგებიანი, არაკონკურენტული ბიზნესის მიმართ, არაკონკურენტულ გარემოში შემცირდება მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებათა არჩევანი და გაუარესდება  მომსახურების ხარისხი, ხოლო აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მწარმოებლებს არ ექნებათ მოტივაცია შექმნან ხარისხიანი, მრავალფეროვანი, მაყურებლის ინტერესებზე ორიენტირებული პროდუქცია, უცხო ქვეყნებში წარმოებულ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მწარმოებლები და დისტრიბუტორები დაკარგავენ საქართველოს ბაზრის მიმართ ნდობას და ინტერესს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გაგრძელების პირობებში წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა, რის შედეგადაც კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გადაწყვიტა:

  1. შპს „სერვისბოქსს“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;
  2.  უზრუნველყოს შპს „სერვისბოქსმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების “RBK TV”, “Russia today”,“МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, „CGTN“, “CCTV 4”, „НТВ Киномикс“, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, „Родное Кино“, “Наше Новое Кино”, „кинопремьера”,“Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony enternament“, „Киносерия“, „Индийское Кино“, “CBS Драма”,Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”,“ID”, “Nat GEO Wild”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”,“Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”,“Наука’’,“Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, „RTD“, “Домашний”,“Ocean tv”, „Наш футбол”, “Матч! футбол 1”,“Матч! Футбол 2”, “Матч! футбол 3”, “Матч! футбол 1 HD”, “Матч! футбол 2 HD”, “Матч! футбол 3 HD”, “Футбол 1”,“Наш спорт”,““KXL”, “Eurosport2 HD”,  “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,  „Игра“, „Арена“, „Арена HD“, „Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport”,“Exstreme sports”, „Fight sport“, “Боец ТВ”, “Матч!”, “Русский Экстрим”,“Disney”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”,“Nick jr”,“MTV россия”,  “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, „МУЗ ТВ”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”, „Кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, „Fashion tv HD“, “Fashion one”,“Россия 1”,“Дождь”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ”,“ТНТ international”,“5 канал”, „CBC“, “Кубань 24 орбита”, “BVN”, “CNL”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “France 24 france”, “Inter Az”, “Az tv”-ის არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირებისა  და სამართლებრივ დეპარტამენტებს დაევალოთ შპს „სერვისბოქსის“და შპს „ახტელის“, შპს „ახალ ქსელების“,  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საქმიანობის  მოკვლევა და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
  4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარძე) დაევალოს შპს „სერვისბოქსისთვის“ სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადაცემა;
  5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სერვისბოქსისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „სერვისბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სერვისბოქსისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „სერვისბოქსისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) და  მე-3 პუნქტის შესრულებაზე ასევე კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                    მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები