წვდომის მენიუ

შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენისა” და შპს „ტვ-4000“-ს ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

ნომერი: 639 / 3

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2017 14:22

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2017

შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენისა” და შპს „ტვ-4000“-ს ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19  გადაწყვეტილებისა და  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

                კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თანამგზავრი XXI“ (ს/კ245444345) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ  ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  (N10/5776-17, 04/08/2017) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (N10/6642-17, 05/09/2017) სამსახურებრივი ბარათებიდან  ირკვევა, რომ შპს „თანამგზავრი XXI“-ს 2016 წლის აპრილის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება, ხოლო კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების შესაბამისად, ერიცხება ზედმეტად ჩარიცხული რეგულირების საფასური - 56,28 ლარი.  შპს „თანამგზავრი XXI“ 2013 წლის თებერვლის თვიდან 2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს, ხოლო 2016 წლის ივლისის თვიდან საერთოდ არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „ჯი ენ ენი” (ს/კ404383975) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

კომისია აღნიშნავს, რომ  ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (N10/5776-17, 04/08/2017) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (N10/6642-17, 05/09/2017; N10/6647-17, 06/09/2017) სამსახურებრივი ბარათებიდან  ირკვევა, რომ სს „ჯი ენ ენს” 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, ხოლო 2016 წლის ივლისიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით საერთოდ არ წარმოუდგენია. კომპანიას  წარმოდგენილი აქვს 2017 წლის თებერვლის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ნულოვანი ფორმა, ხოლო 2017 წლის იანვრის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების რეგულირების გაანგარიშებების ფორმები კომისიაში საერთოდ არ წარმოუდგენია, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას  რეგულირების საფასურის დავალიანება. კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების შესაბამისად,  ერიცხება ზედმეტად ჩარიცხული რეგულირების საფასური - 34,07 ლარი. სს „ჯი ენ ენი” 2016 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს, ხოლო 2017 წლის მარტის თვიდან საერთოდ არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფორმები. აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N10/6609-17, 05/09/2017) შესაბამისად სს „ჯი ენ ენი“ მაუწყებლობის ტრანზიტს  არ ახორციელებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ-4000“ (ს/კ448381162) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ  სამართლებრივი დეპარტამენტის (N10/6513-17, 01/09/2017) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (N10/6642-17, 05/09/2017) სამსახურებრივი ბარათებიდან  ირკვევა, რომ შპს „ტვ-4000“-ს 2011 წლის თებერვლის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება, ხოლო კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების შესაბამისად, კომპანიას გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება 4.60 ლარი. შპს „ტვ-4000“ 2011 წლის აპრილის თვიდან დღემდე არ ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენისა” და შპს „ტვ-4000“-ს ავტორიზაციების შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბერი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენისა” და შპს „ტვ-4000“-ს საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინებები გაეგზავნათ იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე.

გზავნილი შპს „თანამგზავრი XXI“-ს და შპს „ტვ-4000“-ს მითითებულ მისამართებზე არ ჩაბარდათ, ხოლო სს „ჯი ენ ენ”-ს შეტყობინება საკითხის განხილვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 15 სექტემბერს. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი  ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ 2017 წლის 26 სექტემბერს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე იქნა გამოქვეყნებული. 2017 წლის 28 სექტემბერს სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენისა” და  შპს „ტვ-4000“-ს დაუსწრებლად. აქედან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენისა” და შპს „ტვ-4000“-ს ავტორიზაციების შეჩერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისმე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეუჩერდეთ ავტორიზაცია:

ა) შპს „თანამგზავრი XXI“-ს (ს/კ245444345) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

ბ) სს „ჯი ენ ენს” (ს/კ404383975) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

გ) შპს „ტვ-4000“-ს (ს/კ448381162) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

2. განემარტოთ შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენსა” და შპს „ტვ-4000“-ს, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. განემარტოთ შპს „თანამგზავრი XXI“-ს, სს „ჯი ენ ენსა” და შპს „ტვ-4000“-ს, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „თანამგზავრი XXI“-სთვის, სს „ჯი ენ ენისთვისა” და შპს „ტვ-4000“-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები