წვდომის მენიუ

ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 654 / 2

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2017 14:46

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2017

ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში

ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 და 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5 გადაწყვეტილებებით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

 ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

 გ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების  შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

თბილისი

105.5

FM

V

წრიული

1000

41°41'44.70"N 44°47'6.40"E

200

8

ახალციხე

107.7

FM

V

წრიული

100

41°37'48.40"N

42°57'25.40"E

30

8

ახმეტა

93.3

FM

V

წრიული

100

42° 1'58.00"N

45° 9'33.99"E

25

4

გორი

105.4

FM

V

წრიული

100

42° 1'57.10"N

44° 2'50.80"E

60

4

ზუგდიდი

105.4

FM

V

წრიული

100

42°30'7.80"N

41°53'8.80"E

30

4

ლენტეხი

105.4

FM

V

წრიული

100

42°46'28.45"N

42°45'40.57"E

15

4

მესტია

105.4

FM

V

წრიული

100

43° 1'21.84"N

42°45'21.40"E

15

4

სენაკი

88.1

FM

V

წრიული

100

42°17'23.15"N

42° 3'27.98"E

20

4

ტყიბული

90.4

FM

V

წრიული

100

42°22'27.22"N

43° 2'20.15"E

35

4

ფოთი

104.7

FM

V

წრიული

100

42° 8'23.80"N

41°40'39.30"E

25

4

ქუთაისი

87.9

FM

V

წრიული

100

42°16'48.18"N

42°44'11.20"E

50

4

სტეფანწმინდა

105.4

FM

V

წრიული

100

42°39'24.29"N

44°39'10.13"E

20

4

ყვარელი

94.5

FM

V

წრიული

100

41°54'23.04"N

45°49'41.92"E

25

4

წალკა

105.3

FM

V

წრიული

100

41°38'5.80"N

44°14'18.50"E

20

4

ხულო

105.4

FM

V

წრიული

100

41°38'23.80"N

42°20'34.39"E

30

4

ბათუმი

105.4

FM

V

წრიული

1000

41°41'37.56"N

41°42'54.99"E

30

4

დედოფლისწყარო

94.3

FM

V

წრიული

1000

41°28'0.91"N

46° 8'10.62"E

40

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №563/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

                 კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

             კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის ( №შ-10/5745-17, 03/08/2017) თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსთან შეთანხმებულ საკოორდინაციო ზონაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნების მიზნით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დედოფლისწყაროსთვის განსაზღვრული სიხშირის 94.3 მჰც-ის ნაცვლად შეირჩა სიხშირული რესურსი - 95.1 მჰც. გამომდინარე იქიდან, რომ დედოფლისწყაროში სიხშირული რესურსი №B182 ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებული აქვს ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ შესაბამისად მიზანშეწონილია განხორციელდეს №B182 ლიცენზიის მოდიფიცირება და აღნიშნულ ლიცენზიაში სიხშირული რესურსი 94.3 მჰც შეიცვალოს 95.1 მჰც-ით.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩინია, რომ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზია შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის მე-17 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტექნიკური პარამეტრები:

 

დედოფლისწყარო

95.1

FM

V

წრიული

1000

41°28'0.91"N

46° 8'10.62"E

40

8

 

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს                                     (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                          მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები