წვდომის მენიუ

ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 656 / 2

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2017 14:49

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2017

ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2016  წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/5660-17, 31.07.17) მიმართა ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკამ“ მისი კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის სტატუსიდან გამომდინარე ისინი არ არიან მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ამიტომ ფინანსების დაზოგვის მიზნით სურთ გადამცემის განთავსება შპს ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის ანძაზე, ვინაიდან აღნიშნულ ანძაზე გადამცემის განთავსების უკეთესი შეთავაზება მიიღეს. კომპანია წერილში ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ანძა საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძიდან 120 მეტრშია განთავსებული.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკა“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიას 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით;

ე) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

გორი,

 ახალდაბის ანძა

 

97.8

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

42°01'56"N

44°02'51"E

 

100

 

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს №586/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2016  წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/5848-17, 07/08/2017) თანახმად, კომპანიის მიერ გადამცემის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ანძაზე განთავსების შემთხვევაში, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს №B189 ლიცენზიის პირობების შესაბამისად გადამცემის გასხივებული სიგნალით მოცული ტერიტორიის მოხაზულობა, საჭიროა შეიცვალოს ანტენის დაკიდების სიმაღლე და ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი. 

კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომპანიის მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016  წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

გორი,                        შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ანძა

97.8

FM

V

წრიული

500

42°1'52.69"N

44°2'53.60"E

50

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                     ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                     მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები