წვდომის მენიუ

კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების 23-ე პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 657 / 10

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2017 11:53

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2017

კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების 23-ე პუნქტის შესაბამისად, . ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის                                     ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების 23-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;  სიხშირე (მჰც) – 97.3; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები - 410 41 37’’ N;  410 42 54’’ E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 35 ± 5 მ; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 8.0 დბ.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2017 წლის 2 ოქტომბრის 17:00 საათამდე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების 23-ეპუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების 23-ეპუნქტის შესაბამისად გამოცხადებული   კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები