შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 659 / 3

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2017 12:33

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2017

შპსსტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცახდებისთ მიმართა შპს „სტერეო+“-მა“ (№6/6370-17, 25.08.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B145  ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B145 ლიცენზიას  კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 31 მაისამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. წალკა

105.7

FM

V

წრიული

500

41°38'06"N

44°14'19"E

30

7

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის №603/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსსტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 5 ოქტომბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს “სტერეო+“-ის წარმომადგენელი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კერძო რადიომაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე და  მიიჩნია, რომ შპს „სტერეო+“-ის მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B145 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-სთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „სტერეო+“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები