წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 683 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2017 18:09

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №66 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის №66 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის №66 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „მედ ეფემისთვის“ ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);

 

2. კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის №66 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 66  სხდომის  დღის წესრიგი

               ქ. თბილისი   2017  წლის 19 ოქტომბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და  „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთ-ჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“  2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  3. სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს „არგო ანურიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „ჯ.დ.“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ”ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „ომეგა 2“-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს „მედ ეფემისთვის“ ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის დანებართვების დეპარტამენტის უფროსი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები