წვდომის მენიუ

„მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 684 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2017 13:03

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2017

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და  „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“  2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში  ცვლილების შეტანის  თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ  2017 წლის  5 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება  N593/23  „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 და  „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“  2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში  ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ“. 

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2017 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო  გადაწყვეტილების მიღების დღედ განისაზღვრა 2017 წლის 19 ოქტომბერი. კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომას და 2017 წლის 19 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”მობიტელის” იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი ესართია, შპს ”ჯეოსელის” იურისტი ლევან გიორგაძე, შპს ”მაგთიკომის” იურისტი დავით ძიძიგური, შპს ”მაგთიკომის”  კოპორატიული დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ქავთარაძე, შპს ”მაგთიკომის” კომერციული დირექტორი ნიკა დავითაშვილი, სს „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი, სს „სილქნეტის“ პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი თიკო ტყეშელაშვილი, სს „სილქნეტის“ კონსულტანტი ლევან ბუჩუკური,  სს „სილქნეტის“  ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ გომარელი,  შპს ”მობიტელის” იურისტი ირმა აფრიდონიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010  წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების შესაბამისად   ფიქსირებული  სადენიანი და უსადენო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ივერია ქსელს“ და  შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ აღნიშნული  გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მაგთიკომს”, დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. 

“მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №657/9 გადაწყვეტილებით ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების - შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიმართ ძალაში დარჩა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების ჩათვლით, ხოლო შპს ”მობიტელს” სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინდა  – 11 თეთრის ოდენობით წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. 

კომისიის 2013 წლის  13  დეკემბერის N744/19 გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში, ცვლილება ითვალისწინებდა მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფების 3.5 თეთრამდე ეტაპობრივად შემცირებას. კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბერის  N572/19 გადაწყვეტილებით   ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფი - 3.5 თეთრი (გადასახადების გათვალისწინებით), რომლის ამოქმედების თარიღიც განსაზღვრული იყო 2015 წლის პირველ სექტემბერს,  ამოქმედდა უფრო ადრე,  2015 წლის 1 იანვრიდან. 

კომისიამ, 2013 წლის  13  დეკემბრის  N744/19 გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ  კომისია გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავდა ოპერატორის  მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის  დასრულების (ურთიერთჩართვის) ტარიფის  ევრო კომისიის მიერ რეკომენდებული, მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი ხარჯების LRIC  მოდელის საფუძველზე დაწესებას. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გარდამავალ პერიოდში მობილურ ქსელში ზარის დასრულების ტარიფის საბოლოო ნიშნულის დასადგენად გამოეყენებინა ევროპის ქვეყნების მიერ LRIC -ით გაანგარიშებული ტარიფების საშუალო მაჩვენებელი  1,04 ევრო ცენტი (3,5 თეთრი შეადგენდა 1,04 ევრო ცენტის ექვივალენტს ლარში და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადებს) და აღნიშნულ გარდამავალ პერიოდში ურთიერთჩართვის ტარიფის დადგენისას ეხელმძღვანელა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების პრაქტიკით, კერძოდ, ევროპის ქვეყნების მიერ LRIC -ით გაანგარიშებული ტარიფების საშუალო მაჩვენებელით. ამასთან ერთად კომისიამ იმსჯელა, რომ საჭიროებას წარმოადგენდა ამ მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიის მიერ LRIC მოდელით ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების მომზადება, რასაც შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  დასჭირდებოდა დაახლოებით ორი წელი, ხოლო  LRIC მოდელით ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების შემდეგ, მიღებული მონაცემების  საფუძველზე  მოხდებოდა ამ დროისთვის არსებული ტარიფების LRIC მოდელით მიღებულ ტარიფებამდე კორექტირება. ამავე გადაწყვეტილებაში კომისიამ აღნიშნა, რომ ევრო კომისიის მიერ რეკომენდებული, მომავალ პერიოდზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი ხარჯების LRIC მოდელის საფუძველზე, კომისია მიზნად ისახავდა ოპერატორის  ფიქსირებულ ქსელში ზარის  დასრულების (ურთიერთჩართვის) ტარიფის გადახედვასაც. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ ბაზრის შესაბამისი სეგმენტისთვის განსაზღვროს ავტორიზებული პირის მიერ მოსამზადებელი მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის გაანგარიშების მეთოდი. შესაბამისად კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულების მომსახურების დანახარჯთა გასაანგარიშებლად იხელმძღვანელა ევრო კომისიის N 2009/396/EC  რეკომენდაციით გათვალისწინებული მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულების  მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების („pure LRIC”) მოდელით.

მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების (LRIC) მეთოდი  აღრიცხავს მომსახურების მიწოდების მოცულობის ცვლილებით გამოწვეულ ნაზარდ ხარჯებს.  მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯები  არის:

ა) დამატებითი დანახარჯები,  რომელიც უნდა გასწიოს  ავტორიზებულმა პირმა გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული მომსახურების სრულად მისაწოდებლად იმ დაშვებით, რომ  სხვა მომსახურებების მიწოდების მოცულობები უცვლელია;

ბ)  ის დანახარჯები, რომელსაც კომპანია თავიდან აიცილებდა ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულება) მომსახურების მიწოდების შეწყვეტისას;

 გ) გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯები  უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების მოცულობის განსაზღვრული ნაზარდის/ნამატის მიწოდებასთან. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის ევრო კომისიის N2009/396/EC რეკომენდაციით გათვალისწინებული, მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულების მომავალზე ორიენტირებული  გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების (LRIC) მოდელით გაანგარიშებისა და საქართველოში არსებული ტექნოლოგიის და  ქსელის ტოპოლოგიის საფუძველზე, მობილური და ფიქსირებული  ქსელის ოპერატორისთვის LRIC მოდელის მიხედვით ზარის წამოწყების ტარიფების  გაანგარიშების  მიზნებისათვის, 2015 წლის 5 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი.  ტენდერში  გამარჯვებულმა საკონსულტაციო კომპანიამ  შპს „იუაი საქართველომ“  (შემდგომში  „Ernst and Young“) სატენდერო პირობების შესაბამისად კომისიასთან 2015 წლის 27 ივლისს გაფორმებული №27/07-15-1 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების  თანახმად 2016 წლის 5 მაისს  უზრუნველყო მობილური და ფიქსირებული ქსელებში სატელეფონო ზარის წამოწყების და დასრულების მომსახურების ტარიფების გაანგარიშების LRIC მოდელის წარმოდგენა (წერილი Nშ-6/4188-16 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი). 

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში „Ernst and Young“-მა  ავტორიზებულ პირებთან ჩაატარა LRIC-ის მოდელირების საშუალებების, წესების, მეთოდოლოგიის და LRIC მოდელზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე  პრინციპებზე და საკითხებზე საჯარო კონსულტაციები.   „Ernst and Young“  ასევე ხელმძღვანელობდა  LRIC მოდელით მობილური და ფიქსირებული ქსელებში ზარის წამოწყების და ზარის დასრულების ტარიფების  გაანგარიშების დაწყებიდან დასრულებამდე ყველა პროცესს.  „Ernst and Young“-მა შეაგროვა LRIC მოდელში შესაყვანი  მონაცემები. ამ მონაცემთა შეგროვების პროცესი  მოიცავდა  ოპერატორებთან შეხვედრებს, მათ შორის საჭირო ინფორმაციის წარმოდგენისათვის აუცილებელ ახსნა-განმარტებების წერილობით მომზადებას. 

2015 წლის 4 დეკემბრის N08/2989-15, N08/2988-15  და   2015 წლის 15 დეკემბრის N 08/3107-15  წერილებით  შპს „მაგთიკომს“,  შპს „ჯეოსელს“,  შპს „მობიტელს“,  სს „სილქნეტს“,  შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“,  შპს „ივერია ქსელს“,  შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ გაეგზავნათ  „Ernst and Young“-ის მიერ მომზადებული LRIC მოდელის მეთოდოლოგია, რასთან დაკავშირებითაც ეთხოვათ კომისიაში არგუმენტირებული შენიშვნების და კომენტარების წერილობით გამოგზავნა.  ოპერატორების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე და კომენტარებზე  „Ernst and Young“-ის მიერ გაცემული პასუხები 2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://gncc.ge/ge/news/consultation-documents-and-presentations/bulric-metodologia-fiqsirebuli-da-mobiluri-momsaxurebis-qselebshi.page

2016 წლის  28 აპრილს კომისიაში მოწვეულნი იყვნენ ავტორიზებული პირები, სადაც „Ernst & Young“-ის პოლონეთის და საქართველოს  ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა  LRIC მოდელით მიღებული შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა. LRIC მოდელის გაანგარიშების შედეგები 2016 წლის 18 მაისს   გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://gncc.ge/ge/news/consultation-documents-and-presentations/bu-lric-modelis-gaangarishebis-shedegebi.page  (გადაწყვეტილებას თან ერთვის).

„Ernst and Young“-ის მიერ 2016 წლის 5 მაისის  N შ-6/4188-16 წერილით კომისიაში წარმოდგენილი მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში სატელეფონო ზარის წამოწყების და დასრულების მომსახურების ტარიფების გაანგარიშების LRIC მოდელში გამოყენებული მობილური და ფიქსირებული ქსელის ძირითადი პარამეტრები შემდეგია: 

ა) მობილური ქსელის ოპერატორის მოდელის ძირითადი პარამეტრები 

  • დაშვების ტექნოლოგია (Access technology): Mix of 2G/3G/4G
  • დაშვების კვანძის განზომილება (Access nodes dimensioning): scorched earth approach, Single RAN concept
  • ძირითადი ტექნოლოგია (Core technology): MGW/MSS
  • ტრანსპორტირების ტექნოლოგია  (Transmission technology):
  • გატანილი ქსელი (Backhaul) – Ethernet microwave radiolines
  • ძირითადი (Core) – Ethernet / IP network
  • CDMA ქსელი - utilizes 5MHz spectrum (UL+DL) და 100 % გეოგრაფიული დაფარვა
  • ურთიერთჩართვა:  TDM MGW
  • ოპერატორი
  • ბაზრის წილი: 33%
  • სიხშირული რესურსი (Utilized spectrum (UL+DL)): 2G – 33MHz, 3G – 30 MHz,  4G -30 MHz
  • გეოგრაფიული დაფარვა (Geographical coverage): 2G – 87%, 3G – 50%, 4G – 20%
  • ეკონომიკური პარამეტრები:
  • კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება WACC - 13,72%
  • ცვეთის მეთოდი: ანუიტეტი (annuity) 

გაანგარიშების შედეგები:

ა.ა) მობილურ ქსელში ზარის წამოწყება 1.44 თეთრი/წუთი გადასახადების გარეშე;

ა.ბ) მობილურ ქსელში ზარის დასრულება 0.75 თეთრი/წუთი გადასახადების გარეშე. 

ბ) ფიქსირებული ქსელი- გაანგარიშების ძირითადი პარამეტრები 

  • დაშვების ტექნოლოგია (Access technology): Mix of wireless (CDMA) and wired (copper, fiber) ტექნოლოგია
  • დაშვების კვანძის განზომილება (Access nodes dimensioning):
  • უკაბელო ქსელის კვანძი (CDMA BTS) - scorched earth approach
  • ფიქსირებული ქსელის კვანძი (MSAN/DSLAM/ETH/OLT) - scorched node approach
  • ძირითადი ტექნოლოგია (Core technology: MGW/Soft Switch)
  • ტრანსპორტირების ტექნოლოგია  (Transmission technology):
  • CDMA backhaul – Ethernet microwave radiolines
  • Fixed and CDMA core – Ethernet / IP network
  • CDMA ქსელი  -  5MHz სიხშირული რესურსი (UL+DL) და  100 % გეოგრაფიული დაფარვა
  • ოპერატორის ბაზრის წილი : 50%
  • ურთიერთჩართვა: TDM  MGW
  • ეკონომიკური პარამეტრები:
  • კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება  WACC - 13,69%
  • ცვეთის მეთოდი: ანუიტეტი (annuity) 

გაანგარიშების შედეგები:

ბ.ა) ფიქსირებულ ქსელში ზარის წამოწყება - ადგილობრივ დონეზე 0.38  თეთრი/წუთი გადასახადების გარეშე;

ბ.ბ) ფიქსირებულ ქსელში ზარის წამოწყება -ტრანზიტულ დონეზე 0.41 თეთრი/წუთი გადასახადების გარეშე;

ბ.გ) ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულება - ადგილობრივ დონეზე   0.28 თეთრი/წუთი გადასახადების გარეშე;

ბ.დ) ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულება -ტრანზიტულ დონეზე       0.32 თეთრი/წუთი გადასახადების გარეშე. 

კომისიას მიაჩნია, რომ მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) ტარიფი უნდა  შემცირდეს  შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ურთიერთჩართვის მომსახურება

2018 წლის 1 ივლისიდან

2019 წლის 1 იანვრიდან

ზარის წამოწყება, თეთრი (გადასახადების გარეშე)

2,16

1,44

ზარის დასრულება, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,81

0,75 


კომისიას ასევე მიაჩნია, რომ ფიქსირებული  საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) ტარიფი  უნდა შემცირდეს  შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ურთიერთჩართვის მომსახურება

2018 წლის 1 ივლისიდან

2019 წლის 1 იანვრიდან

ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,04

0,38

ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,05

0,41

ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

0,99

0,28

ზარის დასრულება ტრანზიტულ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,01

0,32

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 35-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-16 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, 63-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების 4.5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს”, შპს „ჯეოსელს” და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ტარიფი, შემდეგი ოდენობითა და შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

ურთიერთჩართვის მომსახურება

2018 წლის 1 ივლისიდან

2019 წლის 1 იანვრიდან

ზარის წამოწყება, თეთრი (გადასახადების გარეშე)

2,16

1,44

ზარის დასრულება, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,81

0,75

 

2. „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“  შესახებ“  2010 წლის 17 სექტემბრის  №428/9 კომისიის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ტარიფი, შემდეგი ოდენობითა და შემდეგი გრაფიკის შესაბამისად: 

ურთიერთჩართვის მომსახურება

2018 წლის 1 ივლისიდან

2019 წლის 1 იანვრიდან

ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,04

0,38

ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,05

0,41

ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

0,99

0,28

ზარის დასრულება ტრანზიტულ დონეზე, თეთრი (გადასახადების გარეშე)

1,01

0,32


3.
დაევალოს შპს ”მაგთიკომს”, შპს ”ჯეოსელს”,  შპს „მობიტელს“,სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ცენტრალური კავშირგაბულობის კორპორაციას“ და შპს „ივერია ქსელს“  გრაფიკით მოცემული ტარიფების ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარმოადგინონ წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად განახლებული საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების  წინადადება (მოწვევის ოფერტა) და მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადა განსაზღვრონ არანაკლებ 2 წლის ვადით; 

4. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე                                               კახი ბექაური 

კომისიის წევრები:                                                      ვახტანგ აბაშიძე 

                                                                                            ელისო  ასანიძე 

                                                                                      გიორგი ფრუიძე  

                                                                                      მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები