წვდომის მენიუ

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 685 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2017 18:37

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2017

სსგლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპსევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ   კომისიას  განცხადებით მიმართეს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ (ს/კ 204952275) და შპს „ევრაზია XXI”-მ (ს/კ 200192852), სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული ჰქონდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ლიცენზიების გადაპირების შესახებ.

კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის №112/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 2 აპრილი 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 მარტს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 0.19% წილის მფლობელის ოლღა სვანიძის წარმომადგენლების მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინება და სააღსრულებო ფურცელი (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/1199-15), რომლის თანახმადაც ყადაღა დაედო სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” კუთვნილ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიებს. 

კომისიამ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინების შესწავლის შედეგად 2015 წლის 2 აპრილს მიიღო №162/22 გადაწყვეტილება - სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ ლიცენზიებზე ყადაღის მოხსნამდე. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აცნობოს კომისიას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიებზე სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნის თაობაზე და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ და შპს „ევრაზია XXI”-მა. კომპანიებმა წარმოადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინება, რომლის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის და 2015 წლის 17 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. კომპანიებმა ამავდროულად მოითხოვეს სსგლობალ კონტაქტ კონსალტინგისმფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპსევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე კომისიის მიერ შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდნენ კომპანიების  წარმომადგენლები. სხდომაზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა“ და შპს „ევრაზია XXI”-ის მოთხოვნის საფუძველზე კომისიის მიერ 2015 წლის 2 აპრილის №162/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე, მათი მოთხოვნის საფუძველზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“, შპს „ევრაზია XXI”-სთვის და მოქალაქე ოლღა სვანიძისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები