შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2017 18:54
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017
შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ 23 ოქტომბერს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8049-17; 17.10.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ ეთერში 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით არ განთავსებულა არცერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ ავტორიზებულია საერთო ტელემაუწყებლობაზე. აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი-პოლიტიკური პროგრამის განუთავსებლობით შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ დარღვეული აქვს ავტორიზაციის პირობები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით 2017 წლის 26 ოქტომბერს გამართულ კომისიის სხდომაზე შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, თუმცა, კომისიის შეტყობინება (N03/3574-17; 23.10.2017) შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ მას ჩაბარდა 2017 წლის 24 ოქტომბერს (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი; გზავნილის კოდი: 0100005356270; ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მ. თელიამ). კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8049-17; 17.10.2017);
2. კომისიის შეტყობინება (N03/3574-17; 23.10.2017) შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ და აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. კომისიის მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 14.07.2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყ. დაწყების ვადა: ციფრული (ზარის მულტიპლექსი - 18.07.15); საქმიანობის მოკლე აღწერილობა: აუდიო-ვიზუალური გადაცემების შექმნა, საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების მომზადება და გავრცელება, სარეკლამო მომსახურება);
2. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს;
3. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განუთავსებლობით შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ დარღვეული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და ავტორიზაციის პირობები, რაც წარმოადგენს მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ვინაიდან, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მას სამართალდარღვევის ჩადენისთვის უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად უნდა მიეცეს ვადა 2018 წლის პირველ იანვრამდე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევისთვის;
2. დაევალოს შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ 2018 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
