წვდომის მენიუ

განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე

ნომერი: 706 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2017 15:59

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017

განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის პირველ აგვისტოს შეტანილი იქნა ცვლილებები კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში”. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა,  რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, 2017 წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში უნდა წარმოადგინოს და გამოაქვეყნოს 2018 წლის 1 ივლისამდე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, განცალკევებული აღრიცხვის მომზადების სააღრიცხვო პოლიტიკა კომისიას გადასამოწმებლად უნდა წარუდგინოს 2017 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო 2018 წლის პირველ მაისამდე უნდა გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ გვერდზე.

 კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანაგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები“.  

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გაითვალისწინა რა კომისიამ ის გარემოება, რომ  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს პირველად უწევთ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადება, 2017 წლის 24 აგვისტოს №08/2900-17 წერილით მიმართა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს (შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“, შპს „მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „სისტემნეტს“, შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ფოპტნეტს“) განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშისა და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენის განსხვავებული ვადების განსაზღვრის თაობაზე მათი სურვილის შემთხვევაში, წერილობით ეცნობებინათ კომისიისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების - სს „სილქნეტის“ (წერილი №შ-6/6703-17 07.09.2017, №შ-6/7157-17 21.09.2017), შპს „ახალი ქსელების“ (წერილი №შ-6/6737-17 08.09.2017), შპს „ახტელის“ (წერილი №შ-6/6738-17 08.09.2017), შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (წერილი №შ-6/6736-17 08.09.2017), შპს „მობიტელის“ (წერილი №შ-6/6737-17 08.09.2017), შპს „ჯეოსელის“ (წერილი №შ-6/6843-17 12.09.2017), შპს „კავკასუს ონლაინის“ (წერილი №შ-6/8039-17 17.10.2017)  მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა წერილობითი მოთხოვნები  2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში” 2017 წლის პირველ აგვისტოს შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადების კომისიის მიერ განსაზღვრის თაობაზე.

შპს „მაგთიკომის“ მიერ არ იქნა მოთხოვნილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადების დადგენა.

სს „სილქნეტმა“ მოითხოვა განცალკევებული აღრიცხვის მომზადების სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1 აპრილამდე,  სააღრიცხვო პოლიტიკის ვებ გვერდზე გამოქვეყნების ვადა - 2018 წლის 1 ივნისამდე, ხოლო ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მოთხოვნაა განცალკევებული აღრიცხვის მომზადების სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1 თებერვლამდე, სააღრიცხვო პოლიტიკის ვებ გვერდზე გამოქვეყნების ვადა - 2018 წლის 1 მაისამდე, ხოლო ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარდგენის და გამოქვეყნების ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

შპს „მობიტელის“ მოთხოვნაა განცალკევებული აღრიცხვის მომზადების სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1 აპრილამდე.

შპს „ჯეოსელმა“ მოითხოვა განცალკევებული აღრიცხვის მომზადების სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1 იანვრამდე.

შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა განცალკევებული აღრიცხვის მომზადების სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 31 იანვრამდე, ხოლო ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარდგენის და გამოქვეყნების ვადა - 2018 წლის 30 ნოემბრამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირების - სს „სილქნეტისათვის“, შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“, შპს „მობიტელისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“, შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში” გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები:

ა) სს „სილქნეტისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 აპრილამდე;  სააღრიცხვო პოლიტიკის გამოქვეყნების ვადა - 2018 წლის 1 ივნისამდე, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე;

ბ) შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“: სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 თებერვლამდე; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე;

გ) შპს „მობიტელისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 აპრილამდე;

დ) შპს „ჯეოსელისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 იანვრამდე;

ე) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ - სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 31 იანვრამდე, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები