წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 712 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2017 18:48

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება (შემდგომში „დებულება“). აღნიშნული დებულების მე-6 მუხლი შეეხება კომისიის აპარატს და აპარატის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისს „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების, ხოლო 2017 წლის 7 ივლისს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიაში მიმდინარეობს შიდაორგანიზაციული ფუნქციური ანალიზი დასაქმებულთა რანგირების სისტემის ჩამოყალიბებისა და რანგებში მათი გადანაწილების მიზნით. აღნიშნულ პროცესში, კომისიის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტების და სამსახურების) კლასიფიცირებას ძირითადი, სახაზო ფუნქციების განმახორციელებელ დეპარტამენტებად და მართვის, ადმინისტრირებისა და დამხმარე ფუნქციების განმახორციელებელ სამსახურებად და ადმინისტრაციად, შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებთან. ამდენად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანა.

ამასთანავე, დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიაში კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონით. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად მოხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ჩამოყალიბება. აღნიშნულის გათვალიწინებით, კომისიის დებულების მე-20 მუხლში აღნიშნულია, რომ კომისიასთან მოქმედებს კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებელი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

ვინაიდან, კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არსობრივად მეორდება, ხოლო კომისიის დებულების მე-6 მუხლი ეხება კომისიის აპარატს, ამ მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ უნდა იქნეს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი კომისიის დებულებაში, რაც უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე VII და IX თავების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), კენჭისყრის შედეგად ერთხმად

ადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის  30 ნოემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის კონსულტანტს რეორგანიზაციის სამართლებრივ საკითხებში თამარ ჭელიძეს.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები