წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 717 / 20

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2017 11:00

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017

 „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოეად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების გადამოწმების მიზნით,  ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ 2012-2016 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა.

სს „სილქნეტმა“ კომისიის ელექტრონული ანგარიშგების ფორმათა ბაზაში, ელექტრონული სახით წარმოადგინა 2012-2016 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები და მიმართა კომისიას წერილით (შ6/4656-17), რომელშიც ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27მუხლის თანახმად, წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია,  რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.

კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური აუდირებული ანგარიშები შეიცავს ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას (მაგალითად, ინფორმაცია კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ დეტალურ მონაცემებს, ასევე, ინფრომაციის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და  ვალდებულებების შესახებ.)

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის მიზანი იყო წარმოდგენილი ფინანსური მონაცემების  გადამოწმება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშები შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ვერ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად. (მაგალითად, მოგება -ზარალის უწყისში წარმოდგენილი განზოგადებული მონაცემები, ხარჯები და შემოსავლების ფურცელი და სხვა.) ასევე, ის მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ანგარიშგების ფორმების სახით არის წარმოდგენილი კომისიაში და კომისიის მიერ არაა ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად (მათ შორის ფორმა 1.8-ით წარმოდგენილი მონაცემები).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისიას დასაშვებად მიაჩნია, რომ „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი 2012-2016 წლების ფინანსური ანგარიშები, როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტები, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, გარდა მოგება -ზარალის უწყისში წარმოდგენილი განზოგადებული მონაცემების, ხარჯების და შემოსავლების ფურცლის (მათ შორის ფორმა 1.8-ით წარმოდგენილი მონაცემების) და  ფინანსურ ანგარიშებში არსებული სხვა ინფორმაციისა, რომელიც კომპანიის მიერ წარმოდგენილია ან წარმოდგენილი იქნება სხვა სახით (წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ანგარიშგების ფორმის სახით) და რომელიც კომისიის მიერ მიჩნეულია/მიჩნეულ იქნება საჯაროდ (არ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი 2012-2016 წლების ფინანსური ანგარიშები, როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტები, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, გარდა მოგება -ზარალის უწყისში წარმოდგენილი განზოგადებული მონაცემების, ხარჯების და შემოსავლების ფურცლის (მათ შორის ფორმა 1.8-ით წარმოდგენილი მონაცემების) და  ფინანსურ ანგარიშებში არსებული სხვა ინფორმაციისა, რომელიც კომპანიის მიერ წარმოდგენილია ან წარმოდგენილი იქნება სხვა სახით (წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ანგარიშგების ფორმის სახით) და რომელიც კომისიის მიერ მიჩნეულია/მიჩნეულ იქნება საჯაროდ (არ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად);
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის “ ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს ქეთევან რეხვიაშვილს.

კომისიის თავმჯდომარე                                         კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                         ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                         მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები