წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 718 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2017 10:56

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“. გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილ იქნა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და  ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების  ტარიფები:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება:  0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით).

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ საქართველოში ტერმინირებული საერთაშორისო ზარების ოდენობა გასულ პერიოდთან შედარებით დასტაბილურდა, რაც საერთაშორისო ტრაფიკის მკვეთრი ვარდნის ტენდენციის შეჩერებაში გამოიხატა.

ამასთან ერთად კომისია აღნიშნავს, რომ იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია ამავე გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დანერგილი საერთაშორისო ზარების დასრულების  ერთიანი მონიტორინგის და ტესტირების სისტემა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული დრო  საკმარისი არ არის და ესაჭიროება უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ვადის გაგრძელების მიზნით, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: კახი ბექაური, ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე,  წინააღმდეგი,  კომისიის წევრი ელისო ასანიძე):

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით“;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 7 დეკემბერს 15.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                 კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                 ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები