შპს „ტვ-გლდანის“ (ს/კ204453000) წილის 90%-ის ფიზიკური პირის ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას და შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის ფიზიკური პირის მერაბ მახარობლიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2017 18:31
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017
შპს „ტვ-გლდანის“ (ს/კ204453000) წილის 90%-ის ფიზიკური პირის ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას და შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის ფიზიკური პირის მერაბ მახარობლიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს „ტვ-გლდანმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/8093-17 19.10.2017), შპს „ტვ-გლდანის“ წილის 90%-ის ფიზიკური პირ ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას და შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის ფიზიკური პირ მერაბ მახარობლიშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ-გლდანი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
შპს „ტვ-გლდანი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შპს „ტვ-გლდანის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით სულ შეადგინა 41072 ლარი.
შპს „ტვ-გლდანის“ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სულ შეადგინა 300 აბონენტი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი და წილის 10%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თამაზ ჩხაიძე, ხოლო შპს „ტვ-გლდანის“ წილის 90%-ის მფლობელია ფიზიკური პირი რევაზ ხასაია.
კომისიაში არსებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ტვ-გლდანის“, შპს „ტვ-გლდანის“ წილის 90%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას, ასევე შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის მერაბ მახარობლიშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტვ-გლდანის“ წილის 90%-ის ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას და შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის მერაბ მახარობლიშვილის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტვ-გლდანის“ წილის 90%-ის ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას და შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის მერაბ მახარობლიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ტვ-გლდანს“, შპს „ტვ-გლდანის“ წილის 90%-ის ფიზიკურ პირ ლიანა მჭედლიშვილი-ხასაიას და შპს „ტვ-გლდანის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ მერაბ მახარობლიშვილის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ტვ-გლდანს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტვ-გლდანი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ-გლდანისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ტვ-გლდანისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
