წვდომის მენიუ

შპს „GALAXY GEORGIA“-ს (ს/კ 425358383) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „GALAXY GEORGIA“-ს (ს/კ 425358383) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 720 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2017 18:29

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017

შპს „GALAXY GEORGIA-ს (ს/კ 425358383) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748)  მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „GALAXY GEORGIA-ს (ს/კ 425358383) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 20 ოქტომბერს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ და შპს „GALAXY GEORGIA“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №6/8159-17 20.10.2017), შპს „GALAXY GEORGIA“-ს წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „სქაიტელისა“ და შპს „GALAXY GEORGIA“-ს შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სქაიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანიგატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური     რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

 ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „GALAXY GEORGIA“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს „GALAXY GEORGIA“-ს წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ფუად მამედოვი.

შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბესიკი მოსაშვილი. შპს „სქაიტელის“ დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი.

შპს „GALAXY GEORGIA“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

შპს „GALAXY GEORGIA“-ს მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 51,233 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 374 აბონენტი, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტში - 23 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,7%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 74 აბონენტი (ხვედრითი წილი 5%), მარნეულის მუნიციპალიტეტში - 277 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,6%).

შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.  შპს „სქაიტელის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 608,567 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 4,497 აბონენტი, კერძოდ: გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 337 აბონენტი (ხვედრითი წილი 4,1%), გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 463 აბონენტი (ხვედრითი წილი 7,9%), დუშეთის მუნიციპალიტეტში - 489 აბონენტი (ხვედრითი წილი 19,5%), თბილისში - 2,129 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,6%), თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში - 278 აბონენტი (ხვედრითი წილი 18,8%), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 35 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,1%), ქალაქ რუსთავში - 13 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,04%), სენაკის მუნიციპალიტეტში - 518 აბონენტი (ხვედრითი წილი 10,3%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 210 აბონენტი (ხვედრითი წილი 6,7%), სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში -25 აბონენტი (ხვედრითი წილი 5,3%).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სქაიტელის“, შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის - ბესიკი მოსაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. რაც შეეხება შპს „სქაიტელის“ დირექტორს არჩილ ხოჯაშვილს, იგი ასევე არის ავტორიზებული პირების შპს „YOURNET“-ის და შპს „NIKNET“-ის დირექტორი.

შპს „YOURNET“ და შპს „NIKNET“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „YOURNET“-ის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 217,633 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 1920 აბონენტი, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 241 აბონენტი (ხვედრითი წილი 4,1%), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 734 აბონენტი (ხვედრითი წილი 48,5%), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 691 აბონენტი (ხვედრითი წილი 15,7%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 254 აბონენტი (ხვედრითი წილი 8,1%).

შპს „NIKNET“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 152,334 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 1146 აბონენტი, მათ შორის თბილისში - 468 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,14%), ხაშურის მუნიციპალიტეტში - 678 აბონენტი (ხვედრითი წილი 6,8%).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „GALAXY GEORGIA“-ს  წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „GALAXY GEORGIA“-ს შერწყმის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „GALAXY GEORGIA“-ს წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „GALAXY GEORGIA“-ს შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეთ თანხმობა შპს „GALAXY GEORGIA“-ს და შპს „სქაიტელს“, შპს „GALAXY GEORGIA“-ს  წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „GALAXY GEORGIA“-ს შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს „სქაიტელსა“ და შპს „GALAXY GEORGIA“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „GALAXY GEORGIA“-ს შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ და შპს „GALAXY GEORGIA“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს „სქაიტელის“ და შპს „GALAXY GEORGIA“-ს შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელმა“ და შპს „GALAXY GEORGIA“-მ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისა“ და შპს „GALAXY GEORGIA“-სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სქაიტელისა“ და შპს „GALAXY GEORGIA“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                            კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                           ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                           მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები