საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №03/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2017 18:50
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №03/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მხრიდან კანონის მოთხოვნების, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, 2017 წლის 5 იანვრის N03/22 გადაწყვეტილებით მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიანიჭა კომისიის აპარატში დასაქმებულ კონკრეტულ პირებს. 2017 წლის 11 სექტემბრიდან სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა მიხეილ ჯღამაძე. კომისია თვლის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება დამატებით უნდა მიენიჭოს მიხეილ ჯღამაძეს. აქედან გამომდინარე,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2017 წლის 05 იანვრის №03/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს დამატება და გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის პ) ქვეპუნქტი:
„პ) მიხეილ ჯღამაძე - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.”
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე
ელისო ასანიძე
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
